სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/image/SRNSFG%20magidis%20baneri%201.jpg

საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017

04/09/2017 16:33

24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ორგანიზებით იმართება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017” .

ფესტივალის მიზანია, ერთის მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა. ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას.

ფესტივალის ფარგლებში,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებიას.

გთხოვთ, იხილოთ ღონისძიებების განრიგი. 

ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ სასურველ ბმულებზე.