სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4993.JPG

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე

05/09/2017 10:52

მიმდინარე წლის 1 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე. 

შეხვედრაზე ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა (NCPs) მიმოიხილეს ERC-ის საგრანტო სქემები და წარადგინეს პრეზენტაცია მიმდინარე ღია კონკურსების შესახებ: ERC Starting GrantERC Synergy Grant  განხილულ საკითხებს შორის იყო საპროექტო წინადადების წარდგენა, აპლიკაციის შემადგენლი ნაწილები, პროექტების შეფასების სქემა, ERC-ის გრანტიორების გამოცდილებადა სხვა საჭირო ინფორმაცია.