სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5618.JPG

ELSEVIER - ის სემინარი - Mendeley Workshop

03/10/2017 13:48

საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, 2017 წლის 2 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა ELSEVIER - ის სემინარი (Mendeley Workshop) საერთაშორისო სამეცნიერო ანალიტიკური კომპანიის, ELSEVIER-ის შესახებ. Elsevier ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი კომპანიაა სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და ანალიტიკის მიმართულებით. 2014 წლის 28 მაისიდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და Elsevier B.V.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებული 22 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს აქვს სრული წვდომა Elsevier B.V.-ის ბაზებზე: ScienceDirect® (2 000 ჟურნალი) და Scopus® (ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი ბაზა მსოფლიოში).

Elsevier-ის ტრეინინგი - Mendeley Workshop ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მართვის განყოფილების უფროსმა,  გიგა ხოსიტაშვილმა, ტრეინინგის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია Elsevier-ის ელექტრონული ბიბლიოთეკის, Mendeley-ის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი სამეცნიერო ნაშრომებისთვის წყაროების ეფექტური ორგანიზების, სამეცნიერო საზოგადოებასთან კავშირის, საკუთარი მონაცემთა ბაზების მართვისა და მსოფლიოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ვაკანსიების მოძებნის შესაძლებლობას აძლევს. დამსწრე მეცნიერებმა გაიარეს ტრეინინგი Mendeley-ს მოხმარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალების შესახებ.