სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5642_1.JPG

გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფციის განხილვა - შეხვედრა მეცნიერებთან

04/10/2017 10:00

3 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან. ფონდის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფცია. მეცნიერებმა, თავის მხრივ, გამოთქვეს მოსაზრებები კონცეფციაში შესული ცვლილებებისა და გამოყენებითი კვლევების კონკურსის წესების შესახებ. მათ იმსჯელეს მოთხოვნებზე აპლიკანტების მიმართ, შეფასების სისტემაზე, პროექტების მონიტორინგზე, სამეცნიერო პროდუქტიულობასა და სხვა მრავალ საკითხზე.