სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/Sin-t%2B%C2%A1tulo-1.jpg

,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე

09/11/2017 12:23

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და EaP PLUS პროექტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, 09:30 – 17:30 საათზე  ქ. თბილისში, სასტუმროში  Courtyard by Mariott ჩატარდება პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე. ღონისძიების მიზანია საქართველოს მეცნიერთა ცნობიერების ამაღლება პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის და შესაბამის კონკურსებში მონაწილეობის შესახებ.  საინფორმაციო დღის ფარგლებში განიხილება ,,ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამა,  კონკურსებში მონაწილეობის სამართლებრივი და ფინანსური საკითხები, საქართველოს მეცნიერთათვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები (მათ შორის Grants for Networking), საპროექტო წინადადებების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰორიზონტი 2020-ის ახალი სამუშაო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ SPIRE-ის(Sustainable Process Industry) კონკურსებსა და მათში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) ჩართულობის პრიორიტეტულობას. შესაბამისად, ღონისძიება განსაკუთრებით ინფორმატიული იქნება ენერგეტიკის მიმართულების მკვლევრებისთვის. პრეზენტაციებს წარადგენენ საერთაშრისო ექსპერტები და პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირები (NCP).

საინფორმაციო დღე გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციისა ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის მიერ დაფინანსებული პროექტის EaP PLUS-ის, ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში. შეხვედრის  სამუშაო ენაა ინგლისური.  ღონისძიების დღის წესრიგი გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში.