სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/dunya-uluslararasi_son_.jpg

ფონდისა და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

24/11/2017 19:14

ფონდი აცხადებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს. 

კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. 

2017 წლის კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად.

კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს საქართველოს მოქალაქე სამეცნიერო ხელმძღვანელი, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი თურქეთიდან.

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიზნით, კვლევითი პროექტი უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფმა და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფმა ერთობლივად თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე  შემდეგ მისამართზე  uidb-pbs.tubitak.gov.tr 2018 წლის 15 თებერვლამდე. ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა - 15 000 ლარს.

ფონდში დოკუმენტაციის წარდგენის წესი:

საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფმა ფონდის კანცელარიაში 2018 წლის 1 მარტის 15:00 საათამდე უნდა წარადგინოს:

  • თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე დარეგისტრირებული სრული საპროექტო წინადადების ასლი;
  • თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე დარეგისტრირებული საპროექტო წინადადების ქართულ ენაზე ნათარგმნი და თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული სრული ვერსია;
  • თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო 2017 წლის კონკურსში მონაწილე პროექტის წარმომდგენ ქართველ მკვლევართა განცხადება (დანართი #2), რომელიც დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს მხრიდან პროექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით, ქართველ მკვლევართა ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით;
  • პროექტის ხელმძღვანელისა და სხვა ძირითადი პერსონალის - საქართველოდან მეცნიერთა ჯგუფის წევრთა პირადობის დამადასტურებელი და აკადემიური ხარისხის/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტები (თუ აღნიშნული დოკუმენტი უცხოეთშია გაცემული, მას თან უნდა ერთვოდეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში გაცემულ დოკუმენტს არ სჭირდება ქართული თარგმანი და აღიარება);
  • პროექტში ჩართული ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი #3 ქართული და ინგლისური ვერსია)
  • თანადაფინანსების დადასტურების წერილი (თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელის, ან ფიზიკური პირის ხელმოწერით და თანხის მითითებით (დანართი #4).

 

დანართების სახით იხილეთ კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება;

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება;

ერთობლივი კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1);

პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების განცხადება  (დანართი №2);

მეცნიერის CV ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია (დანართი №3);

ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი №4);

ფონდის ბიუჯეტის კლასიფიკატორი - TUBITAK (დანართი №5);

პროექტების შეფასების კრიტერიუმები.

 

ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასევე იხილეთ თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) ვებგვერდზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით კონკურსის კოორდინატორებს:

 

მარიამ ქებურია

Tel: +995 322 200 220 (4022) 

Email:  keburia@rustaveli.org.ge

 

ირაკლი გრძელიშვილი

Tel:+995 322 200 220 (4445)

Email: grdzelishvili@rustaveli.org.ge

 

თამთა შკუბულიანი

Tel:+995 322 200 220 (4445)

Email:  tshkubuliani@rustaveli.org.ge