სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/dasd.jpg

2018 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გლობალური ინოვაციის (GIST) ტექნოლოგიური იდეის (Tech-I) კონკურსი

07/12/2017 18:23

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2018 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გლობალური ინოვაციის (GIST) ტექნოლოგიური იდეის (Tech-I) კონკურსის შესახებ. ტექნოლოგიური იდეის კონკურსი შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებსა და ინოვატორებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში, დაესწრონ ტრენინგებს და მოიპოვონ საწყისი კაპიტალი.

2018 წლის GIST Tech-I კონკურსი იწვევს დამწყებ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების (S&T) ყველა სფეროში (მაგალითად: სოფლის მეურნეობა, განათლება, ენერგეტიკა გარემო, ჯანდაცვა, ინფორმაციული  და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ოკეანეები და კოსმოსის მეცნიერება). დამწყებ საფეხურზე მყოფ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სტარტაპებს შეუძლიათ, გაწევრიანდნენ ერთ-ერთ Tech-I ჯგუფში. თითოეული GIST-თან ასოცირებული მენტორი აირჩევს სამ სტარტაპს გლობალური საჯარო არჩევნებით. 10 წამყვან სტარტაპს და მათ GIST-თან ასოცირებულ მენტორს კი დაუფინანსდებათ 2018 წლის სტამბოლის გლობალურ მეწარმეობის კონგრესის ბოლო ეტაპზე დასასწრებად საჭირო ვიზიტის ხარჯები. ფინალისტებს საშუალება მიეცემათ, თავიანთი იდეები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინონ 2018 წლის გლობალური  მეწარმეობის კონგრესის (GEC)-ის მეშვეობით და მიიღონ 10 000 USD საწყისი კაპიტალის სახით. ამასთანავე, ყველა ფინალისტი მიიღებს მონაწილეობას ტრენინგში GEC-მდე და კონგრესის შემდეგ სამი თვის განმავლობაში.

2018 წლის Tech-I კონკურსის ორგანიზატორები  არიან ამერიკული ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის (AAAS) და VentureWell. განაცხადების მიღება 2018 წლის Tech-I კონკურსისათვის შესაძლებელია ამა წლის 28 დეკემბრამდე. განაცხადი უნდა მოიცავდეს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციური პროექტის მოკლე შეჯამებას წუთ-ნახევრიან ვიდეო ჩანაწერთან ერთად. ვიდეო უნდა წარმოაჩენდეს ინოვაციურ პროდუქტსა და იდეას და უნდა გაიგზავნოს მოცემული ბმულის მეშვეობით: http://www.gistnetwork.org/content/gist-tech-i

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 18-დან 40 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ბიზნესი ან სურვილი ბიზნესის დაწყებისა GIST-ში მონაწილე რომელიმე ქვეყანაში. განსაკუთრებით წახალისებულია იმ ორგანიზაციების მონაწილეობა, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ახალგაზრდა მეცნიერებთან და ინჟინერებთან (უნივერსიტეტები, ბიზნეს ინკუბატორები, ბიზნესის დამაჩქარებლები (accelerators)).