სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/27786819_1916281051776729_686580938_o.jpg

თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

09/02/2018 15:32

2018 წლის 24-28 იანვარს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მ. მიქაბერიძე და დირექტორის მოადგილე ნ. გაჩეჩილაძე თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საბჭოს (TUBITAK) პრეზიდენტის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. ანკარაში 25 იანვარს - ქ. ანკარაში, ხოლო 26-27 იანვარს ქ. სტამბულში. 

2018 წლის 25 იანვარს  TUBITAK-სა და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც თურქეთისა და საქართველოს მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ: აკადემიური-სამეცნიერო პერსონალის მობილობის;

მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის მიმოცვლის; ორმხრივი კოლაბორაციული პროექტების შემუშავების; სამეცნიერო კვლევითი ტექნოლოგიური პარკებისა და ინკუბატორების ორგანიზებისა ამუშავების; HORIZON 2020 ეროვნული საკონტაქტო პირების ერთობლივი აქტივობების განხორციელებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელის შექმნის კუთხით.

 ვიზიტის მიზანი გახლდათ: ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და TUBITAK შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმება, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა HORIZON 2020 თურქეთის ძალზე აქტიური და ნაყოფიერი აქტივობის პრაქტიკის  გაზიარება; HORIZON 2020 ეროვნული საკონტაქტო პირებისა და პროგრამული კომიტეტის წევრების მუშაობის გაცნობა;  TUBITAK -ის კვლევითი ცენტრების(BILGEM, MARMARA Techno park, Pharma Research), მეტროლოგიის ინსტიტუტის, გენური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის და მასალების ინსტიტუტის დათვალიერება საქართველოს მხარისათვის შემოთავაზებული ერთობლივი კვლევითი ინფრასტრუქტურისა და  სამეცნიერო თემატიკების გაცნობის მიზნით.