სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9566.JPG

საკონსულტაციო შეხვედრა

01/03/2018 09:17
2018 წლის 28 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101-ე აუდიტორიაში, გაიმართა რიგით მესამე საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.