სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/Online-Registration_1.jpg

2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ელექტრონული რეგისტრაციის წესი

05/03/2018 15:59

   

  1. კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება 2 ეტაპად.
  2. კონკურსით მოთხოვნილი საკონკურსო დოკუმენტაცია დასკანირებული PDF ფორმატის სახით უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად,  ფონდის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: scr@rustaveli.org.ge  2018 წლის 18 აპრილის  16:00 სთ-მდე;
  3. განცხადება „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ“  ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში 2018 წლის 23 აპრილის  16:00 სთ-მდე.
  4. ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.
  5. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
  6. ფონდი არ ანაზღაურებს პროექტის მომზადებისა და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს.
  7. პროექტი არ განიხილება, თუ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული პაკეტი არ იქნება წარმოდგენილი ვადების დაცვით ელ. ფოსტაზე, ხოლო ხელმოწერით დადასტურებული განცხადება - ფონდის კანცელარიაში.
  8. კონკურსის საბოლოო შედეგები ფონდის ვებგვერდზე გამოცხადდება 2018 წლის ივნისში.

 

 კონკურსის ადმინისტრირების განრიგი

  1. კონკურსის გამოცხადება 2018 წლის 23 იანვარი  
  2. ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში:
  • 2018 წლის 22 თებერვალი 16:00 სთ;
  • 2018 წლის 16 მარტი, 16:00 სთ;
  • ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2018 წლის 5 აპრილი.
  • ელექტრონულ ფოსტაზე საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის   ბოლო ვადა  2018 წლის  18 აპრილის 16:00 სთ;  
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 23 აპრილის 16:00 სთ;
  • კონკურსის პირველ ეტაპზე გადასული პროექტების ვებგვერდზე განთავსება 2018 წლის 4 მაისამდე;
  • მეორე ეტაპზე გადასული პროექტების საკონკურსო კომისიასთან პრეზენტაციები ფონდში 2018 წლის მაისის თვეში;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება 2018 წლის ივნისის თვეში.

 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:  

მაკა ქაჯაია , ელ.ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge,  

ანა გოგუაძე , ელ.ფოსტა  goguadze@rustaveli.org.ge

დავით ჩიჩუა, ელ.ფოსტა  chichua@rustaveli.org.ge

 

  კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე