სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9609.JPG

საკონსულტაციო შეხვედრა

07/03/2018 09:35

2018 წლის 6 მარტს, 16:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის დიდ დარბაზში, მე-2 სართულზე ჩატარდა რიგით მეოთხე საკონსულტაციო შეხვედრა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა და Daad - ის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.