სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/images%20(2).jpg

ფონდი აცხადებს 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურს საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის

07/03/2018 17:25

კონკურსის სახელწოდება
სახელმწიფო საგრანტო კონკურსი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის

კონკურსის აბრევიატურა HE

კონკურსის მიზანი
ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, მათ მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სამეცნიერო დარგში.

საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური

 

 

კონკურსის ძირითადი პირობები
ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი წელიწადში:
100 000 ლარი საზღვარგარეთ განხორცილებული კვლევითი პროექტისათვის
70 000 ლარი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული კვლევითი პროექტისათვის
პროექტის განხორციელების პერიოდი: 24 ან 36 თვე

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
გამოცხადების თარიღი: 7 მარტი, 2018
ჯგუფური კონსულტაციების თარიღები: 23 მარტი, 2018 16:00 სთ. (რეგისტრაციის ფორმა)
10 აპრილი, 2018 16:00 სთ. (რეგისტრაციის ფორმა)
შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 11 აპრილი, 2018
ელექტრონული რეგისტრაციის გახსნა: 3 აპრილი, 2018
რეგისტრაციის ბოლო ვადა:
ელექტრონული 16 აპრილი, 2018 16:00 სთ.
კანცელარიაში 17 აპრილი, 2018 16:00 სთ.

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანება
ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 მარტის N27 ბრძანება 

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის N 27 ბრძანებაში

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის N 95 ბრძანებაში

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში
ბიუჯეტის კლასიფიკატორი
შეფასების კრიტერიუმები


პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
• კონკურსის პირობები (დანართი 1)
• პროექტის თავფურცელი (დანართი 2) ნიმუში
• საპროექტო წინადადება (დანართი 3) GEO/ENG
• ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფია - CV (დანართი 4) ნიმუში
• ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Personal Commitment (დანართი 5)
• პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6) GEO/ENG
• პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (დანართი 7) ნიმუშები GEO/ENG
• ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8) GEO/ENG
ხშირად დასმული კითხვები

საკონსულტაციო პრეზენტაცია


ელექტრონული რეგისტრაციის ლინკები
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (გაიხსნება 3 აპრილს)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ლინკი)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
• პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებასს, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
• დანართები, რომლებიც მოცემულია ნიმუშის სახით ივსება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში GMUS-ში ელექტრონული რეგისტრაციის დროს;
• ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
• დამატებუთი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით he@rustaveli.org.ge 11/04/2018 - მდე. კითხვებზე პასუხის განახლებული დოკუმენტი აიტვირთება და განახლდება ყოველ პარასკევს, კონკურსის ბოლო ვადამდე.

კოორდინატორები:
ლანა დავითულიანი
ხათუნა არაბული
ვაჟა ლომიძე

საკონტაქტო ინფორმაცია: he@rustaveli.org.ge

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!