Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებით სარგებლობის შესახებ გამოკითხვა
სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/images_2.jpg

Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებით სარგებლობის შესახებ გამოკითხვა

04/04/2018 10:02

2014 წლის N02/44  ხელშეკრულების შესაბამისად (საქართველოს მთავრობის განკარგულება N780) ფონდი უზრუნველყოფს საქართველოს  21 ინსტიტუციისგან შემდგარი კონსორციუმის წვდომას გამომცემლობა ELSEVIER-ის ბაზებზე: ScienceDirect, Scopus, Mendeley. ხელშეკრულება სრულდება 2018 წლის დეკემბერში. ფონდი აპირებს თანამშრომლობის ეფექტიანობის შეფასებას და სამიზნე აუდიტორიის გამოკითხვას. კითხვარი შედგება 17  შეკითხვისაგან, რომლისშევსება მოითხოვს 8 - 10 წუთს. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მიზანშეწონილების განსაზღვრისთვის.

გთხოვთ, კითხვარის შესავსებად გადახვიდეთ ბმულზე.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.