სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/pgh2020.jpg

„ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

10/04/2018 10:57

2018 წლის 12 აპრილს, ხუთშაბათს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა კონკურსის შესახებ, ასევე, ჩატარდება 2018 წლის 20 აპრილს ფონდის საკონფერენციო დარბაზში.