სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/etriks_3.jpg

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის!

17/04/2018 09:50

2018 წლის 18 აპრილს, ოთხშაბათს 16:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები კონკურსის შესახებ, ასევე, ჩატარდება 2018 წლის  3 და 16 მაისს ფონდის საკონფერენციო დარბაზში.