სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/PHD%20F/download.jpg

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

17/04/2018 10:36

2018 წლის 24 აპრილს, სამშაბათს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართება ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორები გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.

 

მორიგი საკონსულტაციო შეხვედრები კონკურსის შესახებ ასევე ჩატარდება 2018 წლის  24 მაისსა  და 12 ივნისს.

კონსულტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.