საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ხელოსნობიდან ხელოვნებამდე
სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/xelosnoba.jpg

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ხელოსნობიდან ხელოვნებამდე

07/05/2018 17:01

2018 წლის 4-5 მაისს,  საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის  გამართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ხელოსნობიდან ხელოვნებამდე.”

კონფერენცია მიეძღვნა იმ პროცესებისა და მოვლენების  ინტერდისციპლინარულ კონტექსტში გაანალიზებას, რომლებმაც განაპირობა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელოსნური ნაწარმის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კატეგორიიდან, მაღალი ხელოვნების ნიმუშებად ტრანსფორმაცია.

კონფერენცია გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.