სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/32130519_1064759577023687_781691319251632128_n.jpg

საინფორმაციო დღე Grants For Networking -ის შესახებ

11/05/2018 10:37

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 10 მაისს, 16:30 საათზე, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის EaP PLUS პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის Grants for Networking (გრანტი მოსამზადებელი და საშუამავლო შეხვედრების ორგანიზებისთვის) მეორე რაუნდის შესახებ. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია კონკურსისა და, ზოგადად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის შესახებ.

Grants for Networking - ის ფარგლებში შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ საშუამავლო ღონისძიებასა (brokerage events) და Horizon 2020 - ის კონკურსში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრაში (preparatory meetings). აღნიშნული საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი, მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2018 წლის 31 აგვისტომდე დაგეგმილ ღონისძიებებში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით.