სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/DI%202018/1.jpg

ფონდი აცხადებს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსს

10/07/2018 16:23

კონკურსის სახელწოდება

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების  კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა DI

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება,  ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა.  გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.  მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს  შემდეგ სქემას:

პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 

ა) პროექტში ახალგაზრდა მკვლევარ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში, ძირითადი თანხიდან ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებისათვის განკუთვნილი უნდა იყოს არაუმეტეს   15000 ლარისა წელიწადში, ხოლო გამოცდილ მეცნიერთა საგრანტო დაფინანსებისათვის - არაუმეტეს 30000 ლარისა წელიწადში.  სავალდებულოა, ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის მონაწილეობა პროექტის ყველა საანგარიშო პერიოდში.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ პროექტში არ არის/არ არიან ჩართული ახალგაზრდა მკვლევარ(ებ)ი, ძირითადი პერსონალისათვის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს  30000 ლარს წელიწადში; 

გ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5000 ლარს წელიწადში;

დ) წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯები უნდა აისახოს ხარჯვის კატეგორიაში - „ზედნადები ხარჯები“.  „ზედნადები ხარჯების“ მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 7%-ს.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

კონკურსის განრიგი და ვადები:

  • 2018 წლის 17 ივლისი, 1 აგვისტო – ჯგუფური კონსულტაციები;

*17 ივლისს, სამშაბათს, 16 საათზე, შეხვედრა გაიმართება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დარბაზში (მ. ალექსიძის N1,  0 სართული)

*1 აგვისტოს,  ოთხშაბათს, 16 საათზე, შეხვედრა გაიმართება ფონდის საკონფერენციო დარბაზში,  მ. ალექსიძის N1, III სართული

საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

  • 2018 წლის 10 აგვისტო – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 2018 წლის 19 ივლისიდან - 14 აგვისტოს  16:00 სთ-მდე პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;
  • 2018 წლის 16 აგვისტოს 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
  • 2018 წლის აგვისტო - სექტემბერი – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • 2018 წლის სექტემბერი - ოქტომბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
  • 2018 წლის ოქტომბერი - ნოემბერი  -  კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;
  • 2018 წლის ნოემბერი - დეკემბერი – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;
  • 2018 წლის დეკემბერი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება  ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;   
  • 2018 წლის დეკემბერი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
  • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV)  - ნიმუში, დანართი 4
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 5
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6 (GEO/ENG)
  • პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის - უცხოეთში მოღვაწე თანამემამულის თანხმობის წერილი - დანართი 7 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 (GEO/ENG)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები (ინფორმაცია განთავსდება 19 ივლისს)

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით di@rustaveli.org.ge არაუგვიანეს 10 აგვისტოსი. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

სალომე შარაშენიძე 

მეგი ქარცივაძე 2 200 220 (4017)

ანა გოგუაძე

დავით ჩიჩუა  

საკონტაქტო ინფორმაცია: di@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!