სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/39622254_2043951765623349_5872531126240673792_n.jpg

მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

10/09/2018 13:02

2018 წლის 20-25 აგვისტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა   იულიხის კვლევითი ცენტრისა (გერმანია) და პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში. აღნიშნული ღონისძიება, არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის ცენტრის ერთობლივი მიზნობრივი პროგრამა.

ღონისძიების თემატიკას წარმოადგენდა "მეცნიერება საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინარულ SMART|Labs-ებში

სკოლისა და სემინარის განმავლობაში აქცენტი გაკეთდა სამ ძირითად კომპონენტზე:

ა) სიმეტრიები სუბატომურ ფიზიკაში, რომელიც მიეძღვნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს: სამყაროში დამზერილ მატერიის დომინირების საკითხს ანტიმატერიაზე;

ბ) ატმოსფერული კვლევები და მოდელირება, რომელიც დაკავშირებულია

SMART|AtmoSim_Lab-თან;

გ) ვიზუალიზაცია მედიცინის სფეროში და ბიომარკერები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ამაჩქარებლების, ნაწილაკთა ფიზიკის და ტექნოლოგიების მსოფლიო დონის ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციების (JEDI, Borexino, JUNO, PAX) წევრები არიან.

კონფერენციის მუშაობა ითვალისწინებდა ამ სფეროებში არსებული მიღწევების შეჯამებას და  ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გზების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდა თემატური სალექციო კურსები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში, ლექციებს კითხულობდნენ კვლევითი ცენტრის დირექტორები და წამყვანი მეცნიერ თანამშრომლები. ღონისძიების ფარგლებში ლექციებს კითხულობდნენ კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა  და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი ნადიმ ჯონ შა, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი ბერნ ნოიმაიერი, ელექტრონიკისა და ელექტრო ინჟინერიის ინსტიტუტების დირექტორებმა გალებ ნატუამ და სტეფან ვაზენმა, კლიმატის ცვლილებისა და ატმოსფერული კვლევების ინსტიტუტის დირექტორებმა ანდრეას ვანერმა და ასტრიდ კლიენდერ შრამ. შეირჩა 11  სხვადასხვა მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, საინჟინრო ტექნოლოგიები) საუკეთესო სტუდენტი იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირებას გაივლიან 1 თვის განმავლობაში. სტაჟირება სრულად ფინანსდება გერმანული მხარის მიერ.