სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/es3.JPG

საკონსულტაციო შეხვედრა

31/10/2018 10:14

 

2018 წლის 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ადმინისტრაციული კორპუსის გ.ნიკოლაძის დარბაზში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის რიგით მესამე საკონსულტაციო შეხვედრა.

საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო კონკურსის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.