სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NE5A8584.jpg

შეხვედრა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში

08/11/2018 18:44

დღეს, 8 ნოემბერს, ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის” სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის,  განათლების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, შემოქმედებითი საქართველოს, თბილისის მერიის წარმომადგენლები. გაერთიანებული სამეფოს მხარეს კი წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში (British Council Georgia), კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund) პროგრამა საქართველოში, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და გაერთანებულ სამეფოს შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე  თანამშრომლობა და წარმატებული პროექტები. ასევე, გაჟღერდა ახალი ინიციატივები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის განხრით მჭიდრო თანამშრომლობის დასამყარებლად.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, ბ-ნ ზვიად გაბისონიამ მიმოიხილა თანამშრომლობა ფონდსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. მან ხაზი გაუსვა ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი საგრანტო პროგრამას”, რომლის ადმინისტრირებას ფონდი 2015 წლიდან წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის და ფონდის ერთობლივი კომისიის მიერ, კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან ახალგაზრდა მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად.

ბატონმა ზვიად გაბისონიამ იმედი გამოთქვა, რომ ფონდსა და დიდი ბრიტანეთის კვლევით ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა გაფართოვდება და მოიცავს არა მხოლოდ ერთობლივი კვლევითი პროგრამის მხარდაჭერას, არამედ მეცნიერების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.