ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) ყოველწლიური ანგარიში
სხვა საერთაშორისო კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/1_2.jpg
20/06/2018 09:30

ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) ყოველწლიური ანგარიში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის ერთობლივი კვლევითი ცენტრის 2017 წლის ანგარიშის შესახებ.   ევროპის ერთობლივი კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ევროკომისიის მეცნიერებისა და განათლების სამსახურს, რომელიც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. JRC-ის 2017 წლის ანგარიში აერთიანებს ცენტრის მიერ გასულ წელს განხორციელებულ აქტივობებს, სამეცნიერო მიღწევებსა და კორპორატიულ ინიციატივებს, და ასევე ასახავს კვლევითი ცენტრის 2030 წლამდე სტრატეგიას მიგრაციის პოლიტიკის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ერთობლივი კვლევების ცენტრის ანგარიში ევროკომისიის ვებგვერდზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/unies.PNG
18/06/2018 17:02

ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივა მომდევნო ჩარჩო პროგრამის ,,Horizon Europe” შესახებ

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივის შესახებ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამის „ Horizon Europe“ -თან დაკავშირებით. ინიციატივის ავტორები არიან ევროპის კვლევითი ინსტიტუტები და ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), რომელიც ევროპის მასშტაბით 850-ზე მეტ ინსტიტუციას აერთიანებს. ინიციატივის ავტორები განიხილავენ პროგრამის ცვლილებას რამდენიმე მიმართულებით: ჩარჩო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტის გაზრდა; პროგრამის მიმართულებებზე დაფინანსების ცვლილება; პროგრამის საზოგადოებრივ და ინკლუზიურ მიმართულებების განვითარება. ინიციატივის ავტორები მიმართავენ ევროპულ კომისიას ჩარჩო პროგრამის ბიუჯეტის 94.1 მილიარდიდან - 160 მილიარდ ევრომდე გაზრდის წინადადებით და  ბიუჯეტის გადანაწილების განსხვავებული სქემის საჭიროებით მე-9 ჩარჩო პროგრამის სამივე სვეტის ფარგლებში. „ Horizon Europe “ 3 სვეტი: ღია მეცნიერება, ღია ინოვაცია და გლობალური გამოწვევები და ინდუსტრიული კონკურენცია.   მე-3 სვეტი 52.7 მილიარდი ევროთი ფინანსდება, ხოლო, ინკლუზიური და უსაფრთხო საზოგადოების“ მიმართულება მხოლოდ 2.8 მილიარდით. ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანება მიმართავს ევროკომისიას წინადადებით რეორგანიზაციის თაობაზე, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ მიმართულებებში დაფინანსების ცვლილებას, მათ შორის ევროპული ინოვაციის საბჭოს დაფინანსების კუთხით და სხვა ინსტიტუციურ ცვლილებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/oreal_logo_1.jpg
13/06/2018 16:37

იუნესკოს ჯილდო მეცნიერი ქალბატონებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იუნესკოს ჯილდოს შესახებ  მეცნიერი ქალბატონებისთვის  2019 წლისათვის.   L’ORÉAL–UNESCO FOR WOMEN IN SCIENCE INTERNATIONAL AWARDS. აღნიშნული კონკურსი ცხადდება გამორჩეული სამეცნიერო მიღწევების მქონე ქალბატონი მეცნიერებისათვის ფიზიკის , მათემატიკის ა და კომპიუტერულ მეცნიერებების მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალბატონ მეცნიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჯილდო 2019 წლის კონკურსისათვის შეადგენს 100, 000 ევროს 5 კანდიდატისთვის. აღსანიშნავია, რომ იუნესკოს აღნიშნული პრესტიჟული პროგრამის ფარგლებში, 1998 წლიდან დღემდე 102 მეცნიერს აქვს მოპოვებული ჯილდო, რომელთაგან 3 კანდიდატი ნობელის პრემიის მფლობელია. კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმის: www.forwomeninscience.con მეშვეობით უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ნომინირებული კანდიდატები აღნიშნულ პლატფორმაზე ავსებენ განაცხადს და წარადგენენ საჭირო დოკუმენტაციას.  ნომინაციების ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 29 ივნისი . (იხილეთ ბმული ). დამატებითი ინფორმაცია და დეტალური მოთხოვნები პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ დანართების მეშვეობით:  დანართი 1 ;  დანართი 2;
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/UNESCO-Young-Professionals-Programme-YPP-2018-300x167.jpg
07/06/2018 11:21

იუნესკოს ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამა

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოცხადებული 2018 წლის ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამის შესახებ ( Young Professional Programme) . აღნიშნული პროგრამის მიზანია პროფესიონალი ახალგაზრდების ჩართვა იუნესკოს საქმიანობაში ორგანიზაციის სათაო ოფისში ან მის რეგიონალურ ბიუროებში მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის ბიუროს წესების თანახმად, ქვეყანას აქვს უფლება წარადგინოს მაქსიმუმ 15 კანდიდატი 2018 წლის 27 ივლისამდე.  2018 წლის 31 დეკემბრისთვის კანდიდატები უნდა იყვნენ არაუმეტეს 32 წლის, სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენებს და ჰქონდეთ მინიმუმ მაგისტრის დიპლომი. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონულად, ელ-ფოსტაზე: unesco@mfa.gov.ge   2018 წლის 29 ივნისამდე შემდეგი დოკუმენტაცია : CV - ქართულ და ინგლისურ ენაზე; სამოტივაციო წერილი - ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (წერილი უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 500 სიტყვას და ასახავდეს აპლიკანტის ხედვას ორგანიზაციაში მის როლთან მიმართებაში - როგორ ხედავს ის საკუთარ თავს ორგანიზაციის სისტემაში და რა წვლილის შეტანა შეუძლია მის ცოდნას, გამოცდილებას და მისწრაფებას ორგანიზაციის მანდატით გათვალისწინებულ საქმიანობაში). იუნესკოს სათაო ოფისს კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია   იუნესკოს ეროვნული კომისიის ვებგვერდზე, იხილეთ ბმული .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Capture-Sb.PNG
05/06/2018 14:16

საერთაშორისო კონფერენცია - “ინოვაციური ევროპა? ევროკავშირის ინოვაციების ახალი სტრატეგია“

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო კონფერენციის შესახებ “ ინოვაციური ევროპა? ევროკავშირის ინოვაციების ახალი სტრატეგია“, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 5 ივნისს 09:00-17:15 ბრ ი უსელის დროით. კონფერენციაზე განხილულ იქნება ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe). განსახილველ საკითხებს შორისაა ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა და პოლიტიკური საკითხები კვლევისა და ინოვაციის  სისტემის განვითარებისთვის ევროპის მასშტაბით, რაც გულისხმობს სხვადასხვა სფეროს: ჯანმრთელობა, ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიები, მეწარმეობა, ენერგეტიკა, რეგიონალური განვითარება და ა.შ. კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხები მოიცავს: მრავალსექტორული ინოვაციის პოლიტიკა - ინდუსტრია; ინოვაციის დაფინანსება - ევროპული ინოვაციური საბჭომდე; ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის მიზანი და მისია; ბარიერები ინოვაციის კუთხით - ხელოვნური ინტელექტი, ფინანსები, რეგიონალური განვითარება, ჯანმრთელობა და საერთაშორისო თანამშრომლობა. კონფერენციაზე დასწრება  შესაძლებელია ასევე ვირტუალურად, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაცია ბმულის მეშვეობით. კონფერენციაზე ინტერაქციისათვის (live webcast), უნდა გამოიყენოთ #InnovativeEU და #HorizonEU. დამატებითი ინფორმაცია მომხსენებლებისა და კონფერენციის პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/download_1.jpg
28/05/2018 15:23

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის დაგეგმილი ტრენინგის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგის შესახებ, რომელიც გაიმართება ათენში , საბერნეთში მიმდინარე წლის 21 ივნისს. ღონისძიების თანაორგანიზატორია ინოვაციებისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი (EIT), რომელიც 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ინოვაციისა და მეწარმეობის ხელშეწყობა ევროპის მასშტაბით. ტრენინგი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ, მასში მონაწილეობა შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საერთაშორისო მასშტაბით, რომელთაც სურთ ინოვაციური მიდგომებისა და დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიღება. ტრენინგი, აღნიშნული მიმართულებით,  მოიცავს შემდეგ საკითხებს: სტრატეგიული დიზაინის უპირატესობები მცირე და საშუალო წარმოებაში; მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქციის დიზაინის წარმოება; ინოვაციური დიზაინის მაგალითები; გუნდური მუშაობა - დიზაინი და სტრატეგიული დაგეგმვა მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. ტრენინგ კურსი გამართება ათენში, ათენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში და მას გაუძღვებიან მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. ტრენინგ კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/download.jpg
23/05/2018 10:22

ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა (ITEC)

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ( ITEC ) შესახებ, რომლის ფარგლებში, 2018-2019 წლებში, იგეგმება სასწავლო კურსების ჩატარება ინდოეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული პროგრამა მოიცავს 80-მდე ინსტიტუტის 250-მდე მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან სასწავლო კურსს 25 დისციპლინაში: სოფლის მეურნეობა, საბანკო საქმე, ფინანსები, განათლება, ინჟინერია და ტექნოლოგიები და ა.შ. აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს სხვადასხვა უწყებებისთვის გამოყოფილია 30 ადგილი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25-დან 45 წლამდე დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და არ გააჩნიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კანდიდატის დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად . განიხილება მხოლოდ იმ კანდიდატთა განაცხადები, რომლებიც დარეგისტრირდებიან შესაბამისი კურსის დაწყებამდე 3 თვით ადრე. სასწავლო კურსები სრულად ფინანსდება ინდოეთის მთავრობის მიერ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Turbo.png
14/05/2018 10:22

ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებისა და სხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაგეგმილია 2018 წლის მაისის თვიდან ოქტომბრის ჩათვლით ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებისა და სხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. ღონისძიებები აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო   მიმართულებას და მათში მონაწილეობა შეუძლიათ არამხოლოდ მეცნიერებს, არამედ მცირე და საშუალო მეწარმეებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს თავიანთი იდეების განვითარებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიების მიზნით. ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიებების, კვლევისა და ინოვაციის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ სრულად თურქეთის კვლევითი და ბიზნეს ორგანიზაციების (Turkish Research and Business Organisations AISBL) 2018 წლის მაისის თვის საინფორმაციო ბიულეტენში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Study%20in%20Japan_1.png
03/05/2018 12:07

იაპონიის მთავრობის 2019 წლის სტიპენდია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იაპონიის მთავრობის 2019 წლის სტიპენდიების (მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამა და საბაკალავრო პროგრამა) შესახებ. იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო სთავაზობს სტიპენდიას საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ იაპონიის სპეციალიზებულ კოლეჯებში, უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსებზე, ტექნოლოგიურ კოლეჯებსა და კვლევით ინსტიტუციებში. პროგრამით დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები შეუძლიათ იხილონ ბმულზე . საკონტაქტო და დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოში იაპონიის საელჩოს ვებ-გვერდს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/GFV%20IMG.png
27/04/2018 17:25

სურსათის გლობალური კვების საწარმოს პროგრამა დოქტორანტებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დოქტორანტებისათვის გამოცხადებული ახალი შესაძლებლობის შესახებ -  EIT Food’s Global Food Venture (GFV) programmes.  პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ წახალისებას კვების ინდუსტრიის სფეროში ჩართულ მეწარმეებთან პარტნიორობის განვითარებისათვის. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტურის სტუდენტებს, როგორც ევროპული ინსტიტუციებიდან ისე H2020 - თან ასოცირებული სახელმწიფოებიდან. ღონისძიება განკუთვნილია არამხოლოდ აქტიური სტუდენტებისათვის, არამედ მათთვის, ვინც ხარისხი დაიცვა 2017 წლის მეორე ნახევარში ან აპირებენ დოქტორანტურაზე ჩაბარებას 2018 წელს. პროექტში მონაწილეობისათვის საჭიროა: სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდისა); CV (არაუმეტეს 2 გვერდისა); იდეის 1 წუთიანი ვიდეო აღწერა; Start-up - ის აღწერა ( შაბლონის ბმული ) . მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: globalfoodventure@eitfood.eu ; განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 7 მაისი; მონაწილეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ პროგრამის   ვებგვერდს. პროექტის ბროშურის სანახავად მიჰყევით ბმულს .
სრულად