სხვა საერთაშორისო კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/GFV%20IMG.png
27/04/2018 17:25

სურსათის გლობალური კვების საწარმოს პროგრამა დოქტორანტებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დოქტორანტებისათვის გამოცხადებული ახალი შესაძლებლობის შესახებ -  EIT Food’s Global Food Venture (GFV) programmes.  პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ წახალისებას კვების ინდუსტრიის სფეროში ჩართულ მეწარმეებთან პარტნიორობის განვითარებისათვის. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტურის სტუდენტებს, როგორც ევროპული ინსტიტუციებიდან ისე H2020 - თან ასოცირებული სახელმწიფოებიდან. ღონისძიება განკუთვნილია არამხოლოდ აქტიური სტუდენტებისათვის, არამედ მათთვის, ვინც ხარისხი დაიცვა 2017 წლის მეორე ნახევარში ან აპირებენ დოქტორანტურაზე ჩაბარებას 2018 წელს. პროექტში მონაწილეობისათვის საჭიროა: სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდისა); CV (არაუმეტეს 2 გვერდისა); იდეის 1 წუთიანი ვიდეო აღწერა; Start-up - ის აღწერა ( შაბლონის ბმული ) . მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: globalfoodventure@eitfood.eu ; განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 7 მაისი; მონაწილეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ პროგრამის   ვებგვერდს. პროექტის ბროშურის სანახავად მიჰყევით ბმულს .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/digital%20EUROPE.png
23/04/2018 10:27

კონფერენცია საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ ამსტერდამში

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2018 წლის 16-17  მაისს ამსტერდამში დაგეგმილი კონფერენციის შესახებ სახელწოდებით „ Digital Utilities Europe 2018, რომელიც კარგი შესაძლებლობაა ინდუსტრიის სფეროსა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებისთვის თავიანთი იდეების განვითარებისა და კონტაქტების მოძიების კუთხით. კონფერენციის სამუშაო მიმართულებებია ციფრული ტექნოლოგიების ტრანსფორმაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მისი შედეგების გავრცელება, ევროკავშირის რეგულაციები,  კიბერუსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია. ღონისძიების დღის წესრიგი და ინფორმაცია მოწვეული მომხსენებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე . რეგისტრაციისა და ღონისძიების შესახებ ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საკონტაქტო პირებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ასევე სარეგისტრაციო ბმული, ღონისძიების საკითხები და დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/IMG%20fotokonkursi.png
20/04/2018 17:25

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსზე

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსზე . პროექტი ემსახურება სამეცნიერო კვლევების მიმართ დაინტერესების გაზრდას და კვლევითი პროცესის განსხვავებული კუთხით აღწერას. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის პროექტით დაფინანსებულ მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომელთაც სურთ გაუზიარონ კოლეგებს თავიანთი სამუშაო პროცესი ორიგინალური ფორმატით. ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ინსტაგრამის მომხარებლებისათვის. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა: თქვენს ინსტაგრამის პროფილზე ატვირთოთ თქვენი კვლევითი პროცესის ამსახველი ფოტოსურათი; აღწერაში მიუთითოთ კვლევითი პროექტის მოკლე აღწერა, პროექტის აკრონიმი და პირადი ნომერი; აუცილებელია სურათზე მონიშნოთ @ europeancommission და გამოიყენოთ #investeuresearch ბმული. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის ბმული .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/Green%20Talents%20pic.png
16/04/2018 17:25

გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს კონკურსი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს მიერ ინიცირებული “ Green Talents – International Forum for High Potentials in Sustainable Development ”- კონკურსის შესახებ. ფორუმი ემსახურება მდგრადი განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა საუკეთესო ნამუშევრებისა და ინოვაციური პროექტების, კონკურსის პრინციპით გამოვლენას. პროექტი ტარდება გერმანიის განათლებისა და კვლევების მინისტრის ანია კარლიჩზეკის პატრონაჟით. პროექტი ყოველწლიურად აჯილდოებს 25 მონაწილეს. გამარჯვებულთა შერჩევის პროცესს უძღვება კონკურსის ჟიური . 2018 წლის Green Talents Award მოიცავს : 2018 წლის სამეცნიერო ფორუმის ორ კვირიან, სრულად დაფინანსებულ მოსაწვევს, რომელიც გულისხმობს: შეხვედრებს გერმანიის მდგრადი განვითარების ინსტიტუციებში და შესაბამისი პროფილის მქონე კვლევით კომპანიებში; ინდივიდუალურ შეხვედრებს გერმანელ ექსპერტებთან მომავალი კვლევებისა და თანამშრომლობის განსახილველად; ბერლინში, დაჯილდოების ცერემონიაზე Green Talents-ის კურსდამთავრებულთა მონაწილეებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას. 2019 წლის გამარჯვებულთა მიერ შერჩეულ ინსტიტუციაში, სრულად დაფინანსებულ სამ თვემდე ხანგრძლივობის კვლევას; Green Talents-ის კურსდამთავრებულთა ქსელზე ექსკლუზიურ დაშვებას. მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტის აქტიური სტატუსი ან დასრულების ხარისხი მიღებული არაუმეტეს სამი წლისა, აპლიკაციების მიღების საბოლოო ვადის დასრულებამდე; მდგრადი განვითარების მიმართულებით კვლევითი საქმიანობა და მულტიდისციპლინარული მიდგომა; ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; საშუალოზე მაღალი ქულები მიმდინარე ან დასრულებულ სასწავლო უნივერსიტეტში; განმცხადებელი არ უნდა იყოს გერმანიის მოქალაქე ან გერმანიაში ცხოვრების უფლების მქონე პირი. დამატებითი ინფორმაციისა და კონკურსის ბროშურის სანახავად, ეწვიეთ ვებ-გვერდს . განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2018 წლის 23 მაისი. განაცხადების წარსადგენად ეწვიეთ ვებ-გვერდს .  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/PATL%20img_1.jpg
05/04/2018 10:27

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას რობერტ ბოშის ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის Postdoc Academy for Transformational Leadership შესახებ

პროექტის მიზანი: საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროგრამის შეთავაზება, რომლის მიზანია მდგრადი განვითარებისა და ტრანსფორმაციის კვლევის მიმართულებით ახალგაზრდა მეცნიერთა მომზადება. პროგრამა განხორციელდება  წამყვანი ევროპული აკადემიური ინსტიტუტების ჩართულობითა და ხელშეწყობით. პროექტის განხორციელების ფორმატი: The Postdoc Academy for Transformational Leadership მოიცავს, ორი წლის განმავლობაში ჩასატარებელ ოთხ ინტენსიურ სემინარს, რომელიც ემსახურება კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი მკვლევრების კომპეტენციის გაუმჯობესებას. მონაწილეობა: პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ პოსტ-დოქტორანტებს, მათ შორის ახალგზარდა მეცნიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 20 ახალგაზრდა მკვლევარი. მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე . აკადემიის პროგრამის ამსახველი ბროშურა იხილეთ ბმულზე : პროექტის განხორციელების ადგილი და დრო: პირველი სემინარი: Humboldt-Universität zu Berlin , 10 – 12 ოქტომბერი, 2018; მეორე სემინარი: Leuphana University of Lüneburg , 7 – 9 თებერვალი, 2019; მესამე სემინარი:  Stockholm Resilience Centre , 16 – 18 ოქტომბერი, 2019; მეოთხე სემინარი: Dutch Research Institute for Transitions (DRIFT) , 18 – 20 მარტი, 2020. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 15.04.2018 საკონტაქტო პირი რობერტ ბოშის ფონდიდან: Andrea Bruhn პროექტის მენეჯერი Tel: +49 711 46084-610
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/JRC.jpg
04/04/2018 17:26

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ერთობლივი კვლევების ცენტრის პროექტის შესახებ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის პროექტთან დაკავშირებით. კონკურსის მიზანია შეიმუშაოს State-of-the-science მოხსენება და ფაქტებზე დაფუძნებული ჰიპოთეზა, პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბების წარმმართველი მოდელებისათვის და მათში ფაქტობრივი საფუძვლის მნიშვნელობისათვის. ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) წარმოადგენს ევროკომისიის მეცნიერებისა და განათლების სამსახურს, რომელიც ასაქმებს მეცნიერებს იმისათვის, რომ მეცნიერული კვლევის საფუძველზე ჩამოაყალიბონ დამოუკიდებელი სამეცნიერო რეკომენდაცია და ხელი შეუწყონ ევროკავშირის პოლიტიკას. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, ძირითადი მოხსენება შემუშავებულ იქნება ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) -ის მიერ, რომელიც დაეყრდნობა ექსპერტების დაწერილ State-of-the-science-ის ლიტერატურულ მიმოხილვებს. Enlightenment 2.0 flagship report - ისათვის პროექტის მიზანია თანამშრომლობა უკუკავშირის მიღების მიზნით და მასში მონაწილეობა შეუძლიათ: ინდივიდუალურად მომუშავე მეცნიერებს; წამყვან ავტორებს კონკრეტული დისციპლინის ფარგლებში, სამეცნიერო ლიტერატურის ავტორებსა და თანაავტორებს; დარგის ექსპერტებს; მმართველი კომიტეტის წევრებს/ექსპერტებს (Steering Committee members). საერთაშორისო ორგანიზაციებს; პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ღია კონკურსის გზით და ის მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: შემეცნებითი ლინგვისტიკა; ეთნოლოგია/ანთროპოლოგია; ევოლუციური ბიოლოგია; განმანათლებლობის ისტორია; ნეირო მეცნიერებები; ორგანიზაციული მეცნიერებები; ქცევითი მეცნიერებები; მეცნიერების ფილოსოფია; ფიზიოლოგია; პოლიტიკური კვლევები; პოლიტიკური ქცევა; პოლიტიკური ფსიქოლოგია; პოლიტიკური მეცნიერება; ფსიქოლოგია; სოციალური ფსიქოლოგია; სოციოლოგია; თეოლოგია. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2018. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/Untitled.png
29/03/2018 17:26

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის კონკურსის შესახებ ორგანიზაციებისთვის ლიტერატურული თარგმანების პროექტების მხარდასაჭერად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ ლიტერატურული თარგმანების პროექტების მხარდამჭერი 2018 წლის კონკურსის შესახებ „EACEA 13/2018: Support to Literary translations projects“ შესახებ, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ გამომცემლობებს, იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციებს. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მაისი, 12:00 (ბრიუსელის დროით). ლიტერატურული თარგმანების პროექტების კონკურსის მიზანია კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების, ევროპული ლიტერატურული თარგმანების გავრცელებისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ნაკლებად განვითარებული ლიტერატურული ჟანრების წახალისება და სხვ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ორგანიზაციებს არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, არამედ ასოცირებულ ქვეყნებიდანაც, მათ შორის საქართველოდან (იხილეთ ბმული ). განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მონაწილეთა პორტალის მეშვეობით. ყურადსაღებია, რომ განაცხადის წარსადგენად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ევროკომისიის საიდენტიფიკაციო სერვისის პორტალზე ECAS (European Commission Authentication Service). იხილეთ, ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებით და განაცხადის წარსადგენად საჭირო დანართები. დეტალური ინფორმაციისთვის კონკურსის პირობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე. პროგრამას კოორდინირებას უწევს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ,,შემოქმედებითი ევროპა".  დეტალური ინფორმაციისთვის კონკურსის პირობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ  ვებგვერდი .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/saproeqto%20jpg.Wby8BiZIP3.jpg
29/03/2018 17:26

ფონდი ავრცელებს საპროექტო განაცხადის წერაზე ტრენინგის შესახებ ინფორმაციას

ტრენინგის მიზანია,  მონაწილეებს  მიაწოდოს ინფორმაცია პროექტების წერის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, ხელი შეუწყოს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას,  რომლებიც აუცილებელია ეფექტური პროექტებისწერისათვის. კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის. ინფორმაცია ტრენინგის შესახებ იხილეთ ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/STICKER.jpg
23/03/2018 10:23

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის საკითხებზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საზაფხულო სკოლის შესახებ, რომელიც ჩატარდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ( ICMPD ) აზერბაიჯანში,  კახში. პროექტი ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის ფარგლებში, „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ – ENIGMMA 2 და  „აზერბაიჯანთან „პარტნიორობა მობილობისთვის“ განხორციელების მხარდაჭერა“ – MOBILAZE . საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს საქართველოში, აზერბაიჯანში, ევროკავშირსა და მსოფლიოში მიგრაციის მდგომარეობასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას. პროექტი მონაწილეებს სთავაზობს მულტი დისციპლინურ, ინოვაციურ, აკადემიურ და კვლევაზე ორიენტირებულ ლექციებს, სემინარებსა და პროექტებს, რომლებსაც ჩაატარებენ აკადემიური წრის საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. საზაფხულო სკოლა ინგლისურ ენაზე წარიმართება, შესაბამისად სავალდებულოა ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა: 1-7 ივლისი შევსებული აპლიკაცია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (CV ინგლისურ ენაზე), შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: summer-school@icmpd.org. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/imi.png
22/03/2018 10:24

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) კონკურსის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას  ინოვაციური მედიცინის ინიციატივა 2-ის (IMI), 2018 წლის რიგით 14-ე საგრანტო კონკურსის შესახებ. IMI წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპული ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთობლივ პროექტს, რომელიც ემსახურება სამედიცინო დახმარებასა და პროცედურებზე წვდომის განვითარებას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც პაციენტები ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას. IMI-ს მეორე ფაზის (IMI2, 2014-2020) მიზანია ისეთი თანამედროვე ვაქცინების, წამლებისა და თერაპიების განვითარება, როგორიცაა ანტიბიოტიკები. პროგრამა ფოკუსირებულია ხანშიშესული ადამიანების მზარდი რაოდენობის, უკეთესი და ეფექტური წამლებითა და პროცედურებით უზრუნველყოფაზე. კონკრეტულად ინიციატივა მიზნად ისახავს მედიკამენტთა განვითარების პროცესის გაუმჯობესებას, მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული დიაგნოსტიკური და სამკურნალო ბიო-მარკერების განვითარებას, რომლებიც დაკავშირებულია კლინიკურ დაავადებებთან. საკონკურსო თემები მოიცავს სამედიცინო დარგის შემდეგ საკითხებს:   Topic 1: Targeted immune intervention for the management of non-response and relapse; Topic 2: Non-invasive clinical molecular imaging of immune cells ; Topic 3: Development of a platform for federated and privacy-preserving machine learning in support of drug discovery ; Topic 4: Centre of excellence – remote decentralised clinical trials ;   კონკურსზე განაცხადების წარდგენა შესაძლებელია „ჰორიზონტი 2020“-ის მონაწილეთა პორტალის მეშვეობით. პროექტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 14 ივნისი, 20:00 (1 ეტაპი); პროექტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 11 დეკემბერი (2 ეტაპი) . იხილეთ კონკურსის დეტალები და განაცხადის ფორმები .   დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.  
სრულად