სხვა საერთაშორისო კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/pastedImage.png
19/03/2018 10:25

აღმოსავლეთ სანაპიროს ინოვაციების ტური

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის ( ENRICH ) და ამერიკისა და ევროპის მეწარმეობის საბჭოს ( EAEC ) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელი ორგანიზებას უწევს აღმოსავლეთ სანაპიროს საინოვაციო ტურს, როგორც ინსტრუმენტს კარგი პოტენციალის მქონე ევროკავშირის კვლევებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციისათვის. ღონისძიების თარიღი: 10-15 ივნისი, 2018. აღმოსავლეთ სანაპიროს საინოვაციო ტურში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ასოცირებული ქვეყნების მეწარმეებს, მკვლევარებს, კვლევის ორგანიზატორებსა და ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოიძიონ ბაზრის ინფორმაცია, პარტნიორები, საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღონ საპასუხო ინფორმაცია თავიანთი სამეცნიერო ინოვაციების შესახებ; აქტივობა საშუალებას იძლევა: გაეცნოთ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ეკოსისტემას, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციებს; მიიღოთ უკუკავშირი თქვენს პროექტ(ებ)ზე, პროტოტიპებსა და ბიზნეს გეგმაზე; აღმოაჩინოთ დაფინანსების შესაძლებლობები აშშ-ში; შეხვდეთ პოტენციურ პარტნიორებს; უკეთ გაეცნოთ და შეაფასოთ აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული  ქსელის მუშაობას აშშ-ში. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი. დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს.   კვლევათა კავშირის სიმპოზიუმი ვაშინგტონში თარიღი: 2018 წლის 8 აგვისტო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სიმპოზიუმის შესახებ Research Connection Symposium (RCS), რომელიც გაიმართება 2018 წლის 8 აგვისტოს, ქ. ვაშინგტონში. სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ასოცირებული ქვეყნების მკვლევრებს, კვლევის მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, კვლევით უნივერსიტეტებსა და მეცნიერების ეროვნულ აკადემიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ითანამშრომლონ თავიანთ კვლევაზე ამერიკის მხარესთან. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი. დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს. კვლევის კომერციალიზაცია ინტენსიური კურსი თარიღი: 2018 წლის ოქტომბერი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, აშშ-ის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის კვლევის კომერციალიზაციის ორ კვირიანი ინტენსიური კურსის შესახებ  აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეებს ბაზარზე განვითარების პერსპექტივით ამერიკის სხვადასხვა რეგიონში. ყველა მონაწილისათვის კურსი დაიწყება და დასრულდება ბოსტონში, სადაც ისინი გაივლიან „აშშ-ში ბიზნესის წარმოების“ შესავალ კურსს და გაივლიან კონსულტაციას ინოვაციების ადგილობრივ ექსპერტებთან. განაცხადის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ივნისი-22:00 დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს.   Business to Business ინტენსიური კურსი თარიღი: 2018 წლის ოქტომბერი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის ორ კვირიანი ინტენსიური კურსების შესახებ აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეებს ბაზარზე განვითარების პერსპექტივით ამერიკის სხვადასხვა რეგიონში. ყველა მონაწილისათვის კურსი დაიწყება და დასრულდება ბოსტონში, სადაც ისინი გაივლიან „აშშ-ში ბიზნესის წარმოების“ შესავალ კურსს და გაივლიან კონსულტაციას ინოვაციების ადგილობრივ ექსპერტებთან. განაცხადის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ივნისი-22:00 დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს:   წინასწარი განცხადება 2018 წლის გაზაფხულის პროექტის წარდგენის ცერემონია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის მიერ ორგანიზებულ ცერემონიაზე, სადაც ევროპელ მეწარმეებს, მკვლევარებს ან უნივერსიტეტების/კერძო ლაბორატორიების ტექნიკური ტრანსფერის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტი, სერვისი ან ინტელექტუალური საკუთრება, აშშ-ში კვლევებისა და ინოვაციების ცენტრების ევროპული ქსელის 2018 წლის გაზაფხულის პროექტის წარდგენის ცერემონიაზე. შერჩეულ გამომგონებლებს ეძლევათ საშუალება შეხვდნენ სულ მცირე 30 სხვადასხვა კორპორაციის წარმომადგენლებსა და ინვესტორებს შემდეგი სფეროებიდან: ენერგეტიკისა და გარემოს, ჯანდაცვის ან თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სექტორებიდან. დამატებითი ინფორმაციისათვის, მონაწილე ინვესტორებისა და კორპორაციების და სხვა საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/imi_logo.png
05/03/2018 10:28

Innnovative Medicines Initiative-ის ვებინარი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Innovative Medicines Initiative (IMI2) - ის მიერ გამოცხადებული ვებინარის შესახებ. ვებინარის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს ინფორმაცია IMI -ის საგრანტო კონკურსების შესახებ. ვებინარი მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც, ასევე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები IMI- ის ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის ირგვლივ. ვებინარი ჩანიშნულია 16 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით. ინფორმაცია ვებინარისა და რეგისტრაციის განრიგის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/XKIC%20Banner%20Ad.png
21/02/2018 10:29

ბიზნეს იდეების კონკურსი-EIT CROSS-KIC 2018

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ბიზნეს იდეების კონკურსის შესახებ EIT CROSS-KIC 2018 . კონკურსის  მიზანია, მხარი დაუჭიროს დამწყებ მეწარმეებს  ბიზნეს იდეების განხორციელებაში შემდეგი მიმართულებების მიხედვით: საკვები, ჯანმრთელობა,  ნედლეული. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და  ასოცირებული ქვეყნების მოქალაქეებს. საუკეთესო ბიზნეს იდეა თითოეული მიმართულების მიხედვით დაჯილდოვდება 10 000 ევროთი. ბიზნეს იდეების შესახებ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი, 17:00 საათი ცენტრალური ევროპის დროით. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო პირებისგან: საკონტაქტო პირი EIT Food: Adam Strzelecki საკონტაქტო პირი EIT Health: Dora Marosvolgyi საკონტაქტო პირი EIT Raw Materials : Giorgio Recine დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ ბმულზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/horizon2020.jpg
19/10/2017 17:28

„ჰორიზონტი 2020“-ის სამუშაო პროგრამების პირველადი ვერსიები 2018-2020 წლებისთვის

1) „ბრწყინვალე მეცნიერების“ სვეტი: მომავალი და საბაზისო ტექნოლოგიები; მარია სკლოდოვსკა კიურის აქტივობები; კვლევის ინფრასტრუქტურა, ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის სამუშაო პროგრამა 2) „ინდუსტრიული ლიდერობის“ სვეტი: სამუშაო პროგრამის პირველადი ვერსია; ნანოტექნოლოგიები, მასალები, ბიოტექნოლოგია, წარმოება და გადამუშავება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; კოსმოსი, სამუშაო პროგრამა 3) „საზოგადოებრივი გამოწვევების“ სვეტი: ჯანდაცვა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა; საკვების უსაფრთხოება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა, საზღვაო, საზღვაო ფლოტისა და შიდა წყლების კვლევა და ბიოეკონიმიკა; უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგია; „ჭკვიანი“, მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი; კლიმატური ზემოქმედება, გარემო, რესურსების ეფექტურობა და ნედლეული; ევროპა ცვალებად მსოფლიოში ; ჰორიზონტალური პროგრამები: ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის; რისკ-ფინანსებთან წვდომა; ბრწყინვალების გავრცელება და მონაწილეობის გაფართოება ; მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისთვის; ევროპული ინოვაციური საბჭო; ევრატომი.
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ნოვატორ ქალბატონებისთვის ევროკავშირის ჯილდოს“ შესახებ

03/10/2016 11:01
კონკურსი „ევროკავშირის ჯილდო ნოვატორ ქალბატონებისთვის“  ღიაა 2016 წლის 3 ნოემბრამდე! ევროკომისია აცხადებს“ ნოვატორ ქალბატონებისთვის ევროკავშირის ჯილდოს“ რიგით მე-4 კონკურსს, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოვდებიან ქალბატონები, რომლებსაც მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი ინოვაციებისა და მათი ბაზარზე დანერგვის საქმეში. ჯილდოს მიზანია აამაღლოს ცნობიერება უფრო მეტი მეწარმე ქალბატონის გამოვლენის საჭიროების შესახებ და სტიმული მისცემს მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას. წლევანდელი კონკურსი ღიაა ევროკავშირის და ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყნებში მცხოვრები  ნებისმიერი ეროვნების ქალბატონებისთვის, რომლებმაც დააუფუძნეს  კომპანია, რომლის ბრუნვა შედგენს სულ ცოტა 100,000 ევროს. 2017 წლის კონკურსში  ასევე გათვალისწინებულია ახალგაზრდა ნოვატორთა ნომინაცია 30 წლამდე ასაკის ქალბატონებისათვის! პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება 100 000 ევროთი, მეორე ადგილზე გასული - 50 000 ევროთი, მესამე ადგილზე გასული - 30 000 ევროთი, ხოლო ახალგაზრდა/დამწყები ნოვატორი - 20 000 ევროთი. ჟიური გამოავლენს 4 გამარჯვებულს 2017 წლის მარტში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.ec.europa.eu/women-innovators .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/Marie-Sklodowska-Curie.jpg
04/04/2016 16:12

მარია სკლოდოვსკა კიურის ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები (Individual Fellowships)

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (Individual Fellowships) მიზანია გამოცდილი მკვლევარების შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, მათთვის ახალი უნარების შეძენა, კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება. აგრეთვე,  საერთაშორისო და ინტერ-სექტორული მობილობის წახალისება.   ინდივიდუალური სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიების კონკურსში საბუთების მიღება და იწყება – 2016 წლის 12 აპრილს ; საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 სექტემბერი , 17:00:00 ბრიუსელის დროით საკონკურსო პირობები : 1) დაფინანსების მიღების წესები და კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების  სია შეგიძლიათ იხილოთ ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების  A ნაწილში; 2) საბუთების მიღების სტანდარტული წესები და მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების  B ნაწილსა  და  C ნაწილში ;   დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ჰორიზონტი 2020      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/BE.jpg
30/03/2016 14:12

საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ მონაწილეობის თვალსაზრისით (შერჩეული სამეცნიერო სფეროები: კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა. მოცემული  აქტივობისთვის ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ჯამში: 6000 ევრომდე). პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის ,,საშუამავლო ღონისძიებებზე“ დასასწრებად განაცხადის წარდგენა ეზღუდება იმ მეცნიერებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამ სქემით მოპოვებული დაფინანსება 2014-2015 წლებში გამოცხადებულ  რაუნდებში. საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა ფონდში უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე (ფორმა მომზადებულია IncoNet EaP-ის ევროპელი პარტნიორების მიერ, იხილეთ დანართი #2 - სააპლიკაციო ფორმა). ევროპელი პარტნიორების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეაფასებს შემოსულ განაცხადებს და მოამზადებს განაცხადების რანჟირებულ სიას. აღნიშნული სია და შეფასებები გაეგზავნება IncoNet EaP-ის კოორდინატორსა და პროექტის შესაბამისი ამოცანის ლიდერ ორგანიზაციას, რომლებიც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას „საშუამავლო ღონისძიებებში“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველების მიერ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში  წარსადგენი დოკუმენტაციის სია: განცხადება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე (ამობეჭდილი და ხელმოწერილი, ქართულ ენაზე. იხილეთ დანართი # 7); შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ამობეჭდილი და ხელმოწერილი, ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc. ინგლისურ ენაზე. იხილეთ დანართი # 2 გამარჯვების შემთხვევაში, აპლიკანტმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარმოადგინოს პერსონალური მოწვევა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან (დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). ზემოაღნიშნული პირველი ორი დოკუმენტი ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად (ელ.ფოსტის მისამართზე international@rustaveli.org.ge ) PDF ფორმატში (ცალ-ცალკე  ფაილებად). საშუამავლო ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ,  10 დღის განმავლობაში, მეცნიერებმა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში უნდა წარმოადგინონ  ანგარიში (ინგლისურ და ქართულ ენებზე, დადგენილი ფორმით, იხილეთ დანართი: №4, №5). მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა (პირველ რიგში, ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება.      დოკუმენტაციის წარდგენის ვადები: 2016 წლის 11 აპრილი, 17:00 საათი (თბილისის დროით) -  25 აპრილიდან - 15 მაისამდე დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად; 2016 წლის 1 მაისი, 17:00 საათი (თბილისის დროით) – 15 მაისიდან - 30 ივნისამდე დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად. საშუამავლო ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ როგორც ელექტრონულად მისამართზე :  international@rustaveli.org.ge , ასევე ფონდის კანცელარიაში დადგენილ ვადებში. მიღებული დოკუმენტაციის განხილვა მოხდება დოკუმენტაციის წარდგენის დადგენილი  ბოლო ვადის გასვლიდან 10 დღის განმავლობაში. შენიშვნა: საშუამავლო ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა  შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ევროპელი პარტნიორების მიერ რეკომენდებული „ საშუამავლო ღონისძიებების “  ჩამონათვალი კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში. სააპლიკაციო ფორმის ბიუჯეტის შევსებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის (2005 წლის 5 აპრილის) #220 ბრძანება (დანართი 8). დანართები : მონაწილეობის წესები სააპლიკაციო ფორმა შეფასების ფორმა ანგარიშის ფორმა ინგლისურ ენაზე ანგარიშის ფორმა ქართულ ენაზე რეკომენდებული საშუამავლო ღონისძიებების ჩამონათვალი განცხადება მონაწილეობის სესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #220    საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ბაქრაძე დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:  მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4406) ელფოსტა:  international@rustaveli.org.ge
სრულად

პოლონეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ორი საგრანტო პროგრამა

02/03/2016 15:32
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პოლონეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ( The National Science Center of Poland ) ორი საგრანტო პროგრამის შესახებ: POLONEZ - დაფინანსების შესაძლებლობა მეცნიერთათვის, ვისაც თავიანთი კვლევის განხორციელება სურთ პოლონეთში მდებარე მასპინძელ ორგანიზაციაში. საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის 15 მარტს, საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 ივნისი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს : https://www.ncn.gov.pl/polonez?language=en HARMONIA – დაფინანსების შესაძლებლობა მეცნიერთათვის, ვისაც სურთ კვლევის განხორციელება საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციით, საერთაშრისო პროეექტების ფარგლებში. საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის 15 ივნისს. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 სექტემბერი.  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს :  https://www.ncn.gov.pl/wspolpraca-zagraniczna/projekty-niewspolfinansowane?language=en
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

09/02/2016 15:13
კოიმბრა ჯგუფი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა მეცნიერთათვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, ეწვიონ საუნივერსიტეტო ჯგუფს (Coimbra Group Unviersities), განახორციელონ კვლევა, დაამყარონ  აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთობები. 2016 წლის სასტიპენდიო პროგრამაში ჩართულია ჯგუფში შემავალი შემდეგი უნივერსიტეტები: გრანადას უნივერსიტეტი (ესპანეთი) გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია) გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (გერმანია) ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნვიერსიტეტი (რუმინეთი) ლიუვენის უნივერსიტეტი (ბელგია) პადოვას უნივერსიტეტი (იტალია) პოიტიერის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) სალამანკას უნივერსიტეტი (ესპანეთი)   განაცხადების მიღება დაწყებულია. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 2016 წლის 31 მარტი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს :
სრულად

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ

08/02/2016 15:07
 ინდივიდუალური სტიპენდიები - Individual Fellowships ,,ინდივიდუალური სტიპენდიები” შესაძლებლობას აძლევს გამოცდილ და პერსპექტიულ მეცნიერებს (ნებისმიერი ეროვნების მკვლევარებს) განავითარონ და განავრცონ თავიანთი კომპეტენციები, შეიძინონ ახალი უნარები საერთაშორისო და ინტერდისციპლინური მობილობის მეშვეობით.  სქემა ხელს უწყობს ევროპის გარეთ მცხოვრებ იმ მეცნიერთა  დაბრუნებას და რეინტეგრაციას, რომლებიც მანამდე მოღვაწეობდნენ ევროპაში. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 სექტემბერი .   კვლევისა და ინოვაციის პერსონალის გაცვლა - Marie Skłodowska-Curie Research and Innovation Staff Exchange   სქემა RISE ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას კვლევისა და ინოვაციის პერსონალის გაცვლის, ცოდნისა და იდეების გაზირების გზით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 28 აპრილი   თანადაფინანსება -   Co-funding of regional, national and international programmes სქემა COFUND ხელს უწყობს რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას მკვლევართა ტრეინინგის, მობილობისა და კარიერის განვითარების მიზნით. აპლიკანტები წარადგენენ განაცხადს (გაწერილს რამდენიმე წელზე) ახალი ან უკვე არსებული სადოქტორო ან სასტიპენდიო პროგრამისათვის. განაცხადის  წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 29 სექტემბერი.   საქართველოში მარი კლადოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA)   ეროვნული საკონტაქტო პირია დოქტორი ზურაბ კიღურაძე. ორგანიზაცია: კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშრისო ცენტრი. ელ-ფოსტა: zkigur@yahoo.com
სრულად