სხვა საერთაშორისო კონკურსები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ

08/02/2016 16:50

 ინდივიდუალური სტიპენდიები - Individual Fellowships

,,ინდივიდუალური სტიპენდიები” შესაძლებლობას აძლევს გამოცდილ და პერსპექტიულ მეცნიერებს (ნებისმიერი ეროვნების მკვლევარებს) განავითარონ და განავრცონ თავიანთი კომპეტენციები, შეიძინონ ახალი უნარები საერთაშორისო და ინტერდისციპლინური მობილობის მეშვეობით.  სქემა ხელს უწყობს ევროპის გარეთ მცხოვრებ იმ მეცნიერთა  დაბრუნებას და რეინტეგრაციას, რომლებიც მანამდე მოღვაწეობდნენ ევროპაში.

აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 სექტემბერი. 

კვლევისა და ინოვაციის პერსონალის გაცვლა - Marie Skłodowska-Curie Research and Innovation Staff Exchange

 

სქემა RISE ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას კვლევისა და ინოვაციის პერსონალის გაცვლის, ცოდნისა და იდეების გაზირების გზით.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 28 აპრილი

 

თანადაფინანსება -  Co-funding of regional, national and international programmes

სქემა COFUND ხელს უწყობს რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას მკვლევართა ტრეინინგის, მობილობისა და კარიერის განვითარების მიზნით. აპლიკანტები წარადგენენ განაცხადს (გაწერილს რამდენიმე წელზე) ახალი ან უკვე არსებული სადოქტორო ან სასტიპენდიო პროგრამისათვის.

განაცხადის  წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 29 სექტემბერი.

 

საქართველოში მარი კლადოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA)  ეროვნული საკონტაქტო პირია დოქტორი ზურაბ კიღურაძე.

ორგანიზაცია: კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშრისო ცენტრი.

ელ-ფოსტა: zkigur@yahoo.com