სხვა საერთაშორისო კონკურსები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

09/02/2016 11:55

კოიმბრა ჯგუფი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ახალგაზრდა მეცნიერთათვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, ეწვიონ საუნივერსიტეტო ჯგუფს (Coimbra Group Unviersities), განახორციელონ კვლევა, დაამყარონ  აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთობები.

2016 წლის სასტიპენდიო პროგრამაში ჩართულია ჯგუფში შემავალი შემდეგი უნივერსიტეტები:

გრანადას უნივერსიტეტი (ესპანეთი)

გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია)

გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (გერმანია)

ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნვიერსიტეტი (რუმინეთი)

ლიუვენის უნივერსიტეტი (ბელგია)

პადოვას უნივერსიტეტი (იტალია)

პოიტიერის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

სალამანკას უნივერსიტეტი (ესპანეთი)

 

განაცხადების მიღება დაწყებულია. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 2016 წლის 31 მარტი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: