სხვა საერთაშორისო კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/Marie-Sklodowska-Curie.jpg

მარია სკლოდოვსკა კიურის ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები (Individual Fellowships)

04/04/2016 16:40

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (Individual Fellowships) მიზანია გამოცდილი მკვლევარების შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, მათთვის ახალი უნარების შეძენა, კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება. აგრეთვე,  საერთაშორისო და ინტერ-სექტორული მობილობის წახალისება.

 

ინდივიდუალური სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიების კონკურსში საბუთების მიღება დაიწყება – 2016 წლის 12 აპრილს;
საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 სექტემბერი, 17:00:00 ბრიუსელის დროით

საკონკურსო პირობები:
1) დაფინანსების მიღების წესები და კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების  სია შეგიძლიათ იხილოთ ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების A ნაწილში;
2) საბუთების მიღების სტანდარტული წესები და მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულია ზოგადი სამუშაო პროგრამის ზოგადი დანართების B ნაწილსა და C ნაწილში;

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ჰორიზონტი 2020