სხვა საერთაშორისო კონკურსები

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას „ნოვატორ ქალბატონებისთვის ევროკავშირის ჯილდოს“ შესახებ

03/10/2016 10:28

კონკურსი „ევროკავშირის ჯილდო ნოვატორ ქალბატონებისთვის“  ღიაა 2016 წლის 3 ნოემბრამდე!

ევროკომისია აცხადებს“ ნოვატორ ქალბატონებისთვის ევროკავშირის ჯილდოს“ რიგით მე-4 კონკურსს, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოვდებიან ქალბატონები, რომლებსაც მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი ინოვაციებისა და მათი ბაზარზე დანერგვის საქმეში. ჯილდოს მიზანია აამაღლოს ცნობიერება უფრო მეტი მეწარმე ქალბატონის გამოვლენის საჭიროების შესახებ და სტიმული მისცემს მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას.

წლევანდელი კონკურსი ღიაა ევროკავშირის და ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყნებში მცხოვრები  ნებისმიერი ეროვნების ქალბატონებისთვის, რომლებმაც დააუფუძნეს  კომპანია, რომლის ბრუნვა შედგენს სულ ცოტა 100,000 ევროს. 2017 წლის კონკურსში  ასევე გათვალისწინებულია ახალგაზრდა ნოვატორთა ნომინაცია 30 წლამდე ასაკის ქალბატონებისათვის!

პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება 100 000 ევროთი, მეორე ადგილზე გასული - 50 000 ევროთი, მესამე ადგილზე გასული - 30 000 ევროთი, ხოლო ახალგაზრდა/დამწყები ნოვატორი - 20 000 ევროთი.

ჟიური გამოავლენს 4 გამარჯვებულს 2017 წლის მარტში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.ec.europa.eu/women-innovators.