კონფერენცია საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ ამსტერდამში
სხვა საერთაშორისო კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/digital%20EUROPE.png

კონფერენცია საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ ამსტერდამში

23/04/2018 14:18

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2018 წლის 16-17  მაისს ამსტერდამში დაგეგმილი კონფერენციის შესახებ სახელწოდებით „Digital Utilities Europe 2018, რომელიც კარგი შესაძლებლობაა ინდუსტრიის სფეროსა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებისთვის თავიანთი იდეების განვითარებისა და კონტაქტების მოძიების კუთხით.

კონფერენციის სამუშაო მიმართულებებია ციფრული ტექნოლოგიების ტრანსფორმაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მისი შედეგების გავრცელება, ევროკავშირის რეგულაციები,  კიბერუსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია. ღონისძიების დღის წესრიგი და ინფორმაცია მოწვეული მომხსენებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. რეგისტრაციისა და ღონისძიების შესახებ ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საკონტაქტო პირებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ასევე სარეგისტრაციო ბმული, ღონისძიების საკითხები და დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.