სურსათის გლობალური კვების საწარმოს პროგრამა დოქტორანტებისათვის
სხვა საერთაშორისო კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/GFV%20IMG.png

სურსათის გლობალური კვების საწარმოს პროგრამა დოქტორანტებისათვის

27/04/2018 14:33

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას დოქტორანტებისათვის გამოცხადებული ახალი შესაძლებლობის შესახებ - EIT Food’s Global Food Venture (GFV) programmes. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ წახალისებას კვების ინდუსტრიის სფეროში ჩართულ მეწარმეებთან პარტნიორობის განვითარებისათვის.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტურის სტუდენტებს, როგორც ევროპული ინსტიტუციებიდან ისე H2020 - თან ასოცირებული სახელმწიფოებიდან. ღონისძიება განკუთვნილია არამხოლოდ აქტიური სტუდენტებისათვის, არამედ მათთვის, ვინც ხარისხი დაიცვა 2017 წლის მეორე ნახევარში ან აპირებენ დოქტორანტურაზე ჩაბარებას 2018 წელს.

პროექტში მონაწილეობისათვის საჭიროა:

  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდისა);
  • CV (არაუმეტეს 2 გვერდისა);
  • იდეის 1 წუთიანი ვიდეო აღწერა;
  • Start-up - ის აღწერა (შაბლონის ბმული).

მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: globalfoodventure@eitfood.eu;

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 7 მაისი;

მონაწილეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ პროგრამის  ვებგვერდს.

პროექტის ბროშურის სანახავად მიჰყევით ბმულს.