სხვა საერთაშორისო კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/grant%20for%20networking/1.jpg

გრანტი საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისათვის

20/06/2018 11:44

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა “Horizon 2020”-ის  დაფინანსებული პროექტის, EaP Plus-ის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის მესამე რაუნდის შესახებ. კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელია საშუამავლო ღონისძიებებსა (ე.წ. brokerage events) და Horizon 2020-ის კონკურსებში წარსადგენ საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობა.  

კონკურსის მიზანია ევროკავშირის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებს შორის, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრ ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ. SPIRE-ის კონკურსებს და, შესაბამისად, აღნიშნული კონკურსების შესახებ საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობას. SPIRE-ის მიმართულებით კონკურსები იხილეთ ,,ჰორიზონტი 2020“-ის 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამაში.

აღნიშნული მცირე საგრანტო სქემის ფარგლებში, მონაწილეობა შეუძლიათ კვლევით ორგანიზაციებში/ინსტიტუციებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერებსა და ასევე მცირე და საშუალო საწარმოების, ინდუსტრიული სექტორისა და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

 

EaP Plus საგრანტო კონკურსში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

კონკურსის მესამე რაუნდის ფარგლებში, შესაძლებელია მონაწილეობის მიღება 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი.

ყურადსაღებია, რომ მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია იგზავნება ელექტრონულად პროექტის ფარგლებში ადგილობრივ კოორდინატორებთან დაგეგმილ ღონისძიებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.

აღნიშნული საგრანტო სქემით სარგებლობა არ შეუძლიათ მათ, ვისაც EaP PLUS პროექტის წინა ორი რაუნდის ან მულტილატერალური პროექტების: IncoNeET EaP, BILAT-UKR*AINA, Back Sea Horizon, ფარგლებში აქვს მოპოვებული გრანტი  საშუამავლო ღონისძიებებსა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში კოორდინატორებს:

მარიამ ქებურია: keburia@rustaveli.org.ge

თამთა შკუბულიანი:  tshkubuliani@rustaveli.org.ge

გიორგი წოწორია:  tsotsoria@rustaveli.org.ge

 

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ EaP Plus პროექტის მხრიდან საერთაშორისო ექსპერტს მარგიტ დევიდს: E-mail: margit.david@rcisd.eu (Regional Centre for Information and Scientific Development, RCISD)

 

ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და შეფასების კრიტერიუმები, შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევის მეშვეობით.