ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/GEO%20conference/IMG_9838.JPG
27/06/2016 15:30

მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული პლატფორმის შეხვედრა

27-28 ივნისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული პლატფორმის შექმნას მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების მიმართულებით (Workshop on STI Evaluation Platform). პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, ბელარუსის რესპუბლიკის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ხელშემწყობი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შემფასებელ ექსპერტთა საერთო რეგიონული პლატფორმის მომზადებისა და ფუნქციონირების საკითხები. ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც წარმოდგენილი მხარეები ადასტურებენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროს საერთო ექსპერტ-შემფასებელთა პლატფორმის შექმნაში, გააძლიერონ ამ მიმართულებით თანამშრომლობა და რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათ ქვეყნებში მიღებული სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო წინადადებების შეფასების ინსტრუმენტები და პროცედურები. ღონისძიება იმართება ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” (IncoNet EaP) ფარგლებში. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობენ ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და IncoNet EaP პროექტის კონსორციუმის პარტნიორი ორგანიზაციებიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/thumbs/IMG_9692_1.JPG
07/06/2016 13:49

ORAU-სა და სამეცნიერო ფონდს შორის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი შეხვედრა

7 ივნისს , 16:00  საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავას და ORAU-ს (Oak Ridge Associated Universities) ვიცე-პრეზიდენტის, ბ-ნი ტონი ლესტერის შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან. შეხვედრა დაეთმო შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვას. ხაზი გაესვა, ORAU - თან ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმატებულ თანამშრომლობის, რაც შეფასების ობიექტურობისა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების შერჩევის გარანტიაა.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიესალმა ქართველ მეცნიერებს, მადლიერება გამოხატა მათი ფასდაუდებელი ღვაწლის მიმართ საქართველოს განვითარების პროცესში. ORAU-ს ვიცე-პრეზიდენტის, ტონი ლესტერის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა მეცნიერებს მოუწოდა აქტიური თანამშრომლობისა და მათი მოსაზრებების გაზიარებისკენ.  ოკ-რიჯის ასოცირებული უნივერსიტეტები (ORAU) სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღებია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზებული ექსპერტების ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე მეცნიერების სრულყოფის, განათლებისა და სამუშაო ძალის განვითარებისთვის, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისა და ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფისთვის. ORAU - ს პარტნიორები არიან: აშშ-ის სახელმწიფო, ენერგეტიკის, თავდაცვის, იუსტიციის დეპარტამენტები, NASA აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ეროვნული, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთის ლონდონის საიმპერიო კოლეჯი, ნაზარბაევის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის ლაურეატთა ფორუმი, ლინდაუ ნობელის ლაურეატთა ასოციაცია  და სხვ. 2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის  გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.  მემორანდუმის მიზანია ორგანიზაციებს  შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კვლევების დაფინანსებისათვის ფონდის საკონკურსო პროექტების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასება, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და მეცნიერების პოპულარიზაცია.     
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/thumbs/IMG_9210.JPG
01/06/2016 17:30

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე და სემინარი

მიმდინარე წლის 30 მაისს ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებისადმი მიძღვნილი საინფორმაციო დღე და ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა. საინფორმაციო დღეზე მოწვეულნი იყვნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროდელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პროგრამის InnovFin მენეჯერი, ევროპის წევრი ქვეყნების სამეცნიერო ფონდების წარმომადგენლები, საქართველოს მეცნიერები კვლევითი უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან, აგრეთვე და უცხოელი სტუმრები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელი ფონდების ეროვნული საკონტაქტო პირები. ჩატარდა პარალელური სამუშაო შეხვედრები და პრეზენტაციები „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამებისა და კონკურსების ფარგლებში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის პერსპექტივების შესახებ.            სემინარზე მოხსენება წაიკითხეს :   სტეფან სედლერი  The EU Framework Programme  for Research and Innovation თეოდორა ბალაუ    Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA) Opportunities for Organisations and Individual Researchers თეოდორა ბალაუ Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA) How to Submit Proposal (SEP) თეოდორა ბალაუ Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)    Practical information to support applications ალისა რაჟევსკი European Research Council  (ERC): An opportunity for  researchers in Europe and Georgia მარკ დჰუგი InnovFin – EU Finance for Innovators at a glance              ნათია გაბიტაშვილი   Horizon 2020 Georgia- Facts & Data სტელა შეპოვალი Setting up an effective NCP Network მალგორჟატა კაპიცა Support for beneficiaries of Horizon 2020 ანასტასია ვლიზიოტი Lessons learnt from the IncoNet EaP  Support NCPs ნანა მაჭარაშვილი    WOSCAP (Whole of Society Conflict Prevention and Peacebuilding) ნატალია შათირიშვილი  Horizon 2020 NCP in Energy, recommendations for potential applicants გივი ქოჩორაძე Examples of Successful Participation of Georgian Scientists in EC Framework;Programs and Perspectives of Future Cooperation  ზურაბ კიღურაძე Marie Skłodowska-Curie Actions მაია ოკუჯავა Horizon 2020 NCP in Health, recommendations for potential applicants ბოკა ტაბატაძე SME instrument/Innovation in SMEs/new opportunities for Georgia SMEs in Horizon 2020 მარიამ ლაშხი  HORIZON 2020-Opportunities for Innovators        
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/IMG_9615.JPG
01/06/2016 16:02

ჰორიზონტი 2020 -ის ასოცირების შესახებ სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 31 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირების  საკითხებზე. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მიმართულებით  პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“- ში ჩართვის პრაქტიკული ასპექტების განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში. განხილულ თემებს შორის იყო: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის პრიორიტეტები, სამუშაო პროგრამა, მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები, ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი და მისი გაუმჯობესების მექანიზმები, ინფორმაცია პორტალის მეშვეობით საპროექტო განაცხადის წარდგენის შესახებ, ფინანსური რეგულაციები, ცალკეული პროგრამული მიმართულებები, როგორიცაა Marie Skladowska Curie Action, დაფინანსების შესაძლებლობები ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში. ხაზგასასმელია, რომ ევროკომისიის წარმომადგელების მხრიდან გაჟღერდა რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს  ინტეგრირებას ,,ჰორიზონტი 2020“-ში და საქარტველოს მეცნიერთა მხრიდან პროგრამის ეფექტიან გამოყენებას. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები. ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც გამოცდილების გაზიარების მიზნით, წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში თავიანთი ქვეყნების ჩართულობის შესახებ: მიმოიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგნენ  თავიანთი ქვეყნის მეცნიერები თუ კვლევითი ინსტიტუციები ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირების პირეველ ეტაპზე. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან „ჰორიზონტი 2020“ -ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები. სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენ:   სტეფან სედლერი   The EU Framework Programme  for Research and Innovation კლაუს შუხი Horizon 2020: Within the  European Research Area კლაუს შუხი Learning Cycle For The Participation ალისა რაჟევსკი  European Research Council  (ERC): An opportunity for  researchers in Europe   and  Georgia;  EU-H2020-Association Workshop         თეოდორა ბალაუ Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)-Opportunities for Organisations and    Individual Researchers თეოდორა ბალაუ  Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)    Practical information to support applications მალგორჟატა კაპიცა National and International systems  for supporting research and innovation in poland მალგორჟატა კაპიცა NCP system in Poland support for beneficiaries of Horizon 2020 სტელა შეპოვალი Horizon 2020;  Association Workshop For Georgia ლიდია რომანციუსი  EURAXESS Moldova; Researchers in Motion ლიდია რომანციუსი  H2020 Associated Country Status Implemenation: Experience of Moldova ვიქტორ ნედოვიკი    European Research Area and Opportunities for Associated Countries: Sharing the  experience of Serbia ანასტასია ვლიზიოტი Towards a successful Association:   IncoNet  EaP`s contribution პაატა იმნაძე   Why should organizations participate in H2020? ბოკა ტაბატაძე  SME instrument/Innovation in SMEs/new opportunities for Georgia SMEs in Horizon 2020  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/inconet/IMG_9053.JPG
13/05/2016 14:28

IncoNet EaP-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საანგარიშო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 13 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირების მოხსენება, რომელიც დაეთმო პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში“ (IncoNet EaP) ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს. IncoNet EaP დაფინანსებულია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში.  პროექტის ფარგლებში სამ ეროვნულ საკონტაქტო პირს (სამი საზოგადოებრივი გამოწვევის მიხედვით) შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ე.წ. Twinning ღონისძებებს და გაეზიარებინათ ევროპელი კოლეგების გამოცდილება. საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნატალია შათირიშვილი (ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი);  მაია ოკუჯავა (ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი) და ნინო ჯანელიძე (კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ დასახელებული კანდიდატი). მომხსენებლებმა  დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს შეძენილი გამოცდილება და მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია „ჰორიზონტი 2020“-ის აქტივობების შესახებ შესაბამისი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით.   იხილეთ მომხსენებელთა პრეზენტაციები: ნატალია შათირიშვილი მაია ოკუჯავა ნინო ჯანელიძე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Elsevier/vebistvis.jpg
05/05/2016 14:31

SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი გაიმართა

2016 წლის 4 მაისს „ელსევიერისა“ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და „ელსევიერის“ სემინარი. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტების რექტორები და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების წარმომადგენლები, ასევე, ELSEVIER-ის გამომცემლობით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება. ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი გიგა ხოსიტაშვილი და Elsevier-ის წარმომადგენლები ლუსი ბუდოვა და კრიშტოფ ჟიმანსკი. მომხსენებლებმა ისაუბრებს კვლევების განვითარების სტრატეგიაზე, მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებაზე, არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე, ფონდის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და შედეგებზე. ფორუმის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ღონისძიების მეორე ნაწილში-სემინარზე „ელსევიერის“ ინსტრუქტორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს „ელსევიერის“ ბაზაში მუშაობის შესაძლებლობები.  კერძოდ,  Science Direct-ში, Scopus-სა და Mendeley-ის სისტემებში პუბლიკაციების, ბიბლიომეტრული ინფორმაციის ძიებისა და საკუთარი კვლევებისათვის რეფერენსების მართვის საშუალებები. ფორუმისა და სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:  გიორგი შარვაშიძე მარინე ჩიტაშვილი ლუსი ბუდოვა კრიშტოფ ჟიმანსკი გიგა ხოსიტაშვილი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/IMG_8045.JPG
11/03/2016 14:47

Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისთვის

10 მარტს 15:00 სთ-ზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით ჩატარდა ELSEVIER-ისა და Scopus-ის  სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისათვის. სემინარს ესწრებოდნენ:  ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების  წარმომადგენლები. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორსიო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-თან ორწლიანი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე. სემინარზე მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს: ELSEVIER-ის ბაზაში განთავსებული ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარმა რედაქტორებმა ვახტანგ კოკილაშვილმა და თენგიზ ურუშაძემ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მოამბე“  გამომცემელმა ლუდმილა გვერწითელმა და ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სწავლულმა  მდივანმა ალექსანდრე დიდებულიძემ. დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ელსევიერის წარმომადგენლები.  Scopus-ის შინაარსობრივი პროდუქტის მენეჯერმა, სუზან სტეიგინგამ, ისაუბრა „სკოპუსის“ შინაარსობრივ სელექციასა და პოლიტიკაზე და ELSEVIER-ის კვლევების მართვის მეთოდისტმა, კრჟისტოფ შჟიმანსკიმ - სკოპუსის გამოყენებაზე სამეცნიერო რედაქტორებისათვის. სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:   სუზან სტეიგინგა თენგიზ ურუშაძე ლუდმილა გვერწითელი და ალექსანდრე დიდებულიძე ვახტანგ კოკილაშვილი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/10392068_1186183764732700_4536396013966401290_n.jpg
26/02/2016 14:47

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭოს თავმჯდომარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. შეხვედრზე განიხილეს: 2015 წლის წლიური ანგარიში, 2016 წლის სამოქმედო გეგმა, საკონკურსო პროექტების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, გრანტების ეფექტიანობის შეფასების საკითხი. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს დიდი საგრანტო კონკურსების შეფასების საერთაშორისო ექსპერტიზისთვის ჩატარებული სამუშაოები და მცირე გრანტების შეფასების მოდელები. ასევე, საბჭოს წევრებს გააცნეს საგრანტო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები, მეცნიერთა მონაცემთა ბაზის განვითარების საშუალებები, შიდა აუდიტის ანგარიში და ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_6745.JPG
18/01/2016 14:48

შეხვედრა ესტონეთის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის წარმომადგენლებთან. შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის (EITK) წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ EITK -ის  გენერალური დირექტორი მარიუს კუნინგასი, ცენტრის მთავარი სპეციალისტი არდო ურმეტი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი. ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხიშტოვანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია.  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხები და განიხილეს  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი  საპროექტო წინადადების განვითარებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/gonisdziebebi/prezentaciebi/georgian-office-in-cern.jpg
08/01/2016 15:46

საქართველოს მონაწილეობა ცერნის CMS LHC ექსპერიმენტზე

საქართველო მონაწილეობს ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის  (CERN) ორ მნიშვნელოვან სუბსისტემაში, ესენია -  ჰადრონულ კალორიმეტია HCAL (Hadron CALorimeter) და მიონური სპექტროსკოპია, კერძოდ RPC (Resistive Plate Chamber). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, შეიქმნა და კომპიუტერული ტექნიკით სათანადოდ აღიჭურვა საქართველოს ჯგუფის სამუშაო ოფისი ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციაში (CERN), შესრულდა სამუშაოები, საქართველოს მეცნიერებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიიღონ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ესპერიმენტში და გაიღმავონ ცოდნა პროგრამირების, საინფორმაციო ტექნლოგიების, ექსპერიმენტული ფიზიკის მეთოდებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. საქართველოს ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოკლე აღწერილობა, 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები წარმოდგენილია წინამდებარე მოკლე ანგარიშში .                
სრულად