ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0829.JPG
15/06/2018 14:53

ჰორიზონტი 2020 -ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის #107 აუდიტორიაში 14:00 საათზე გაიმართა „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია.   პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი - Policy Support Facility  გულისხმობს მაღალი რანგის, დამოუკიდებელი საერთაშორისო  ექსპერტების  მიერ რეკომენდაციების შემუშავებას  საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI)  სისტემის გაძლიერების მიზნით. ექსპერტთა ვიზიტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომისიისადმი მიმართვის საფუძველზე  2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით. ექსპერტთა ორი ვიზიტის ფარგლებში  (2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში) გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის/ინდუსტრიის და აკადემიური სექტორის  წარმომადგენლობასთან შემდეგი საკითხების შესახებ: მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება (Support in identification of promising research fields); მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება (Measures for narrowing the gap between research and industry/business); შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემის შემუშავება (Proposal for the performance-based funding of research entities). მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის მხარდამჭერი სპეციალური ინსტრუმენტის მესამე, შემაჯამებელი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია  ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქრისტინა რუსო, რომელმაც აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და  კვლევისა და ინოვაციის სფეროს განვითარებისა და პოლიტიკის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ. ექსპერტებსა და  დამსწრე საზოგადოებას ასევე მადლობა გადაუხადეს და სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ბატონმა ალექსანდრე ცისკარიძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ. PSF-ის ექსპერტთა პანელმა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგინა წინა ორი ვიზიტისა და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები. პანელის შემადგენლობა: მაიკლ შლიხტი (პანელის თანათავმჯდომარე) გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) ეროვნული და  საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი; კრისტოფ გულდა (პანელის თანათავმჯდომარე),  დამოუკიდებელი ექსპერტი, პოლონეთის კვლევისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მრჩეველი; მანფრედ სპისბერგერი - უფროსი მკვლევარი სოციალური ინოვაციების ცენტრში, (ZSI) ავსტრიაში, პოლიტიკური მეცნიერი კვლევისა და განვითარების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპაში;  მარია ნედევა - მანჩესტერის უნივერსიტეტის, მანჩესტერის ბიზნესის სკოლის ალიანსის (Alliance Manchester Business School) პროფესორი მეცნიერებისა და ინოვაციების პოლიტიკის დარგში; ანა კადერაბკოვა - ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) ინოვაციური კვლევების ცენტრის (Center for Innovation Studies) დირექტორი. ანგარიშის ძირითადი მესიჯები შემდეგია: საქართველო კვლევისა და ინოვაციის სფეროში ისეთი მოწინავე არაა, როგორც ბიზნესის წარმოებაში. ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისათვის, ექსპერტთა პანელი შემდეგ 4 ძირითად რჩევას გვთავაზობს:   კოორდინაცია, კონცენტრაცია, თანამშრომლობა და შეთანხმებულობა. (4C: Coordination, concentration, collaboration, coherence ). პრეზენტაციის შემდგომ, გაიმართა ღია დისკუსია და დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება შეკითხვები დაესვათ მომხსენებლებისათვის. ექსპერტთა პანელის მიერ შემუშავებული საბოლოო ანგარიში ხელმისაწვდომია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://rio.jrc.ec.europa.eu/en/policy-support-facility/specific-support-georgia 14 ივნისს წარდგენილი პრეზენტაცია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე .  
სრულად

ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ

13/06/2018 15:59
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება  “აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის ივნისში. აღნიშნული კონკურსის მიზნებია: სახელმწიფოს წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისა და მის გავრცელებასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სირთულეების გადაჭრა სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების გზით; აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა; ახალი ცოდნის, მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ძიება; პრობლემის მოგვარების ახალი მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი საერთაშორისო სივრცეში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0618.JPG
11/06/2018 16:39

საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრა კვლევების ხელშეწყობისა და კომერციალიზაციის მიზნით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11 ივნისს, 16 :00 საათზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამინისტროების, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობით სამეცნიერო, სამრეწველო და კერძო სექტორს შორის კავშირების გაძლიერების თაობაზე. შეხვედრის მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება პრობლემაზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობას,  გამოყენებითი კვლევების განვითარებას, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას, კერძო სექტორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებთან კოლაბორაციის მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, რომ 2016 წლიდან საქართველო არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებული ქვეყანა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მეცნიერებს, კვლევით ინსტიტუციებს, მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს განახორციელონ ფართომასშტაბიანი და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო წინადადებები ევროპელ და სხვა საერთაშორისო კოლეგებთან ერთად და მოიპოვონ დაფინანსება ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში.  პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ -ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამეცნიერო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, კონკრეტული საზოგადოებრივი გამოწვევის საპასუხოდ შემუშავებულ  კვლევით პროექტებს, კომერციალიზაციაზე ორიენტირებული კვლევითი აქტივობების ხელშეწყობას და სხვ. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის საჯარო კომუნიკაციისა და  ანგარიშების მიხედვით, კვლევისა და ინოვაციის მომდევნო ჩარჩო პროგრამა (EU Framework Programme 9)  კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ბიზნესსექტორსა და სამეცნიერო სფეროს შორის თანამშრომლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამუშაო შეხვედრა დაეთმო შემდეგ საკითხებზე  მსჯელობას: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსი - გამოყენებითი კვლევები (Applied Research): სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და მათი დასახელება გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის კონცეფციაში გასათვალისწინებლად; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მომდევნო, მეცხრე ჩარჩო პროგრამაში და შესაბამის კომიტეტებში საქართველოს პოზიციონირება: არსებული საზოგადოებრივი გამოწვევებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინება მეცხრე ჩარჩო პროგრამის სტრატეგიულ დოკუმენტებში (Work Programmes); სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, როგორც საგრანტო კონკურსების ადმინისტრირების გამოცდილების მქონე ინსტიტუციის, პოტენციალის გამოყენება. საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრა წარიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში, გამოითქვა მოსაზრებები და დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0376.JPG
03/05/2018 09:34

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 3 მაისს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების დაფინანსების 2018 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0276.JPG
26/04/2018 09:34

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 26 აპრილს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0223_1.JPG
24/04/2018 09:35

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 24 აპრილს, სამშაბათს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში (მ. ალექსიძის N 1) გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9958.JPG
20/04/2018 09:36

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 20 აპრილს, პარასკევს 16:00  საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის 2018 წლის საგრანტო კონკურსში  მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0121.JPG
18/04/2018 09:36

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის  18 აპრილს, ოთხშაბათს 16:00 საათზე,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს კოორდინატორებმა გააცნეს კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9999.JPG
12/04/2018 09:37

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 12 აპრილს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა „ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ 2018 წლის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორმა  უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Anonsebi/IMG_9838.JPG
23/03/2018 09:37

საკონსულტაციო შეხვედრა

23 მარტს 16:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  „საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ 2018 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსში მონაწილეთათვის რიგით პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად