ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9702.JPG
16/03/2018 14:26

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა მეცნიერებთან

16 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებთან(მეცნიერები, დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები, მაგისტრანტები). შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მეცნიერების პოპულარიზაცია. ღონისძიების კონკრეტულ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2017 წლის კონკურსების გამარჯვებულების შეხვედრა, ძირითადი ტენდენციების, დაფინანსებული დარგებისა და ინსტიტუციების წარმოჩენა, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის მიწოდება და აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის ინიცირება. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.   საქართველოს მთავრობის სამეცნიერო საზოგადოებასთან შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე პროგრესული ცვლილებებისა და მიღწევების გასაჯაროებას, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის როლის ხაზგასმას, სამეცნიერო კვლევებით არასახელმწიფო სექტორის დაინტერესებასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის წახალისებას. ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ისაუბრა - განათლებისა და მეცნიერების განახლებული სტრატეგიასა და სამინისტროს გეგმებზე. დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარდგა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ქალბატონი მანანა მიქაბერიძე, რომელმაც მიმოიხილა 2017 წლის საგრანტო კონკურსები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. გამომსვლელთა შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე თევზაძე. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა  დაესვა შეკითხვები საჭირბოროტო საკითხებზე.   დარბაზში პარალელურად წარმოდგენილი იყო მცირე გამოფენა ფონდის გამარჯვებული პროექტების ფარგლებში შესრულებული აკადემიური და სამეცნიერო გამოცემების შესახებ. იხილეთ პრეზენტაცია
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9808.JPG
16/03/2018 09:38

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 16  მარტს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართა კონკურსის ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ რიგით მეორე   საჯარო კონსულტაცია. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორმა  უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9663.JPG
12/03/2018 09:38

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 12 მარტს, 14:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9609.JPG
07/03/2018 09:39

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 6 მარტს, 16:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის დიდ დარბაზში, მე-2 სართულზე ჩატარდა რიგით მეოთხე საკონსულტაციო შეხვედრა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა და Daad - ის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9566.JPG
01/03/2018 09:39

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 28 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101-ე აუდიტორიაში, გაიმართა რიგით მესამე საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/kj.jpg
27/02/2018 09:40

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 26 თებერვალს, 16:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 101-ე აუდიტორიაში, გაიმართა რიგით მეორე საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_web.jpg
22/02/2018 12:19

გრანტების მართვის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები გაიმართა

22 თებერვალს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა  გრანტების მენეჯმენტის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები ბაზის მომხმარებელთათვის. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ  მეცნიერები. გრანტის მენეჯმენტის ერთიანი ელექტრონული სისტემა (GMUS), გაამარტივებს საკონკურსო განაცხადების მიღებას და დაეხმარება როგორც მეცნიერებს და ექსპერტებს პროფილის, კონკურსების და ექსპერტიზის განხრით, ასევე ფონდის თანამშრომლებს გრანტების შემდგომ მართვასა და პროექტების მონიტორინგში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_9510.JPG
22/02/2018 09:40

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 22 თებერვალს, 16:00 საათზე, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართა კონკურსის ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საჯარო კონსულტაცია. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორმა  უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/comp.jpg
20/02/2018 16:58

მეცნიერთა საყურადღებოდ!

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დაინერგა გრანტების მენეჯმენტის ახალი ელექტრონული სისტემა GMUS. 2018 წლის 22  თებერვალს ფონდში, ორ ეტაპად ტარდება ტრენინგი მეცნიერებისთვის. დასწრების მსურველებმა გთხოვთ , გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: 22 თებერვალი 11:00 საათი 22 თებერვალი 13:30 საათი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_9410.JPG
20/02/2018 16:58

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 20 თებერვალს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს, ფონდის თანამშრომლებმა  მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის  წესის, პირობების  შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.
სრულად