გრანტების მენეჯმენტის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები გაიმართა
ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8788.JPG
14/02/2018 16:59

გრანტების მენეჯმენტის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები გაიმართა

14 თებერვალს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა  გრანტების მენეჯმენტის ახალი სისტემის (GMUS) ტრენინგები ბაზის მომხმარებელთათვის. შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები. გრანტის მენეჯმენტის ერთიანი ელექტრონული სისტემა (GMUS), გაამარტივებს საკონკურსო განაცხადების მიღებას და დაეხმარება როგორც მეცნიერებს და ექსპერტებს პროფილის, კონკურსების და ექსპერტიზის განხრით, ასევე ფონდის თანამშრომლებს გრანტების შემდგომ მართვასა და პროექტების მონიტორინგში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8708.JPG
08/02/2018 17:00

საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 8 თებერვალს, 16:00 საათზე,  გაიმართა კონკურსის ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საჯარო კონსულტაცია. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორმა  უპასუხა მათ შეკითხვებს.
სრულად

STCU- ISTC მმართველი საბჭოების სხდომა

06/12/2017 13:54
2017 წლის 6 დეკემბერს ქ. ფრანკფურტში გაიმართა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (Science Technology Center in Ukraine –STCU) მმართველი საბჭოს 45-ე სხდომა, ხოლო 7 დეკემბერს კი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (International Science Technology Center – ISTC) მმართველი საბჭოს 65-ე სხდომა. ორივე მმართველი საბჭოს სხდომაზე საქართველო წარმოდგენილი გახლდათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. STCU და ISTC სხდომებში  მონაწილეობა მიიღეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა (მაკო) მიქაბერიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ. სხდომებზე განხილული იყო წლიური ISTC და STCU პროგრამული და ფინანსური ანგარიშები, საგრანტო კონკურსების და პარტნიორული პროექტების ფინანსური კონტრიბუციის საკითხები დამფინანსებელი ქვეყნების მხრიდან, ფინანსური გათვლები,  მრჩეველთა და შემფასებელ კომიტეტების 2017 წლის ანგარიშები, მიზნობრივი ინიციატივების საკითხები, ასევე 2018 წლის შეხვედრებისა და აქტივობების გეგმა. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მმართველი საბჭოს  65 სხდომაზე წარადგინა ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრატეგია, თანადაფინანსების შესაძლებლობები და ისაუბრა სამომავლო პერსპექტივების გაფართოვებაზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/NCP%2029nov2017%20with%20Bea%20low%20res.jpg
30/11/2017 13:56

ERC National Contact Point შეხვედრა

ქ. ბრუსელში 2017 წლის 29-30 ნოემბერს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council – ERC) ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრა. შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, ფონდის დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე და ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ქებურია   ERC საკონტაქტო პირები არიან საქართველოში.  29-30 ნოემბრის შეხვედრაში მონაწილეობდა 27 ქვეყნის, მათ შორის: ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, გერმანიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, დანიის, ესპანეთის, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, თურქეთის, უკრაინის, იტალიის, ლუქსემბურგის, რუმინეთის და საქართველოს წარმომადგენლები. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდა  ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე. ეროვნული საკონტაქტო პირების შეხვედრაზე განხილული იყო ERC კონკურსების სქემები, მათი ადმინისტრირების პროცედურები, ERC საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები, ERC სამეცნიერო საბჭოს ანალიზი, სამეცნიერო მონაცემებზე ღია წვდომის (Open Access, Open Research Data) საკითხები, კვლევის ეთიკის სიახლეები და ჰორიზონტ 2020 დაფინანსების სქემებში ERC ჩართულობა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/24167298_10213040127410451_117305405_o_5.jpg
27/11/2017 16:08

გლობალური კვლევების საბჭოს (GRC) ევროპის რეგიონალური შეხვედრა

2017 წლის 22 - 23 ნოემბერს, შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში გაიმართა გლობალური კვლევების საბჭოს ( Global Research Council ) ევროპული რეგიონალური შეხვედრა, რომელსაც უმასპინძლა  შვედეთის მდგრადი განვითარების კვლევების საბჭომ  The Swedish Research Council for Sustainable development FORMAS . ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპის კვლევებისა და ინოვაციების „ჰორიზონტი 2020“-ის ჩარჩო პროგრამის ქვეყნების სამეცნიერო ფონდების რეგიონალურ შეხვედრაზე კვლევის დამფინანსებელ სხვა ინსტიტუციებთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. GRC-ის რეგიონალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა (მაკო) მიქაბერიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ. შეხვედრაზე განხილული იყო ორი თემა: სამეცნიერო დიპლომატია; საექსპერტო შეფასება; შეხვედრა მიზნად ისახავდა მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ფონდებისა და სამეცნიერო კვლევის დამფინანსებელ სააგენტოებს შორის კავშირების გამყარებას, მეცნიერებასა და დიპლომატიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხაზგასმას, სამეცნიერო სფეროს პოლიტიკისა და საგარეო  პოლიტიკას შორის კომუნიკაციის გააქტიურებას.  ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მდგრადობაზე, ეკონომიკური ინტერესებისა და ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის ან კვლევისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაზიარებაზე. ფონდების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საექსპერტო შეფასების  კრიტერიუმებზე, რომელიც აუცილებელია დამფინანსებელ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობისას ორმხრივი ნდობისთვის, ასევე ერთობლივი პროგრამების ეფექტურად და გამჭირვალედ ადმინისტრირებისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილე ევროპული ფონდების მიერ მოხდა 2018 წლის GRC-ის  წლიური შეხვედრისათვის ახალი ხედვის შემუშავება, რომლიც ჩატარდება 2018 წლის მაისში და რომელსაც უმასპინძლებენ რუსეთის ფუნდამენტური კვლევების ფონდი ( Russian Foundation For Basic Research ) და სამხრეთ კორეის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ( National Science Foundation Of Korea ). ორდღიან საერთაშორისო ღონისძიებას ესწრებოდნენ წამყვანი ეროვნული სამეცნიერო ფონდების წარმომადგენლები შვედეთიდან ( Swedish Research Council ), შვეიცარიის კონფედერაციიდან ( Swiss National Science Foundation ), პოლონეთიდან ( National Science Centre of Poland ), ნორვეგიიდან ( The Research Council of Norway ), გაერთიანებული სამეფოდან ( University of Exeter ), ამერიკის შეერთებული შტატებიდან ( American Association for the Advancement of Science ), ირლანდიის რესპუბლიკიდან (Science Foundation Ireland ), გერმანიიდან (DFG, German Research Foundation ), თურქეთიდან (TUBITAK - The scientific and technological research council of Turkey ), აზერბაიჯანიდან ( Science Development Foundation under the President of the Republic of Azerbaijan ), რუსეთიდან ( Russian Foundation for Basic Research ), სლოვაკეთიდან ( Slovak Research and Development Agency ), ლუქსემბურგიდან ( Luxembourg National Research Fund ), იტალიიდან ( National Institute for Nuclear Physics ), ესპანეთიდან ( Spanish Foundation for Science and Technology - Secretary of State for Research, development and innovation ), ისრაელიდან ( Israel Science Foundation ), სლოვენია ( Slovenian Research Agency ), ხორვატია ( Croatian Science Foundation ), ჩეხეთიდან ( Czech Science Foundation ), ასევე წარმომადგენლები- ევროპული კვლევების საბჭოდან,   ( European Research Council ) და „ჰორიზონტი 2020“-ის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატი ( “ Horizon 2020” DG Research Development ).   ევროპის რეგიონალური შეხვედრის მომხსენებლებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი და GRC-ის მხარდამჭერი ჯგუფის აღმასრულებელი პირი დოქტორი სანდიპ სანდჰუ (Sandeep Sandhu),  ევროპის მეცნიერებისა და GRC-ის წარმომადგენელი ქ-ნი მაუდ ევრარდი (Maud Evrard), ამერიკული ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის ( American Association for the Advancement of Science )  წარმომადგენელი დოქტორი მარგა გუალ სოლერი ( Dr. Marga Gual Soler ), ექსეტერის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ( University of Exeter ) პროფესორი ჯინ ელიოტი (Prof. Jane Elliot)  და სხვა.  ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია მეცნიერებასა და დიპლომატიასთან დაკავშირებით,   შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ანდრეს თროედსონთან  , Formas-ის გენერალური მდივანი და შვედეთის წარმომადგენელი IPCC-ში პროფესორ მაკუ რუმუკაინენთან და ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენელ დოქტორ ლიზე-მარიე ვან დერ ვათთან ( Dr. Lize-Marie van der Watt ). შეხვედრის მიმდინარეობისას შედგა შიდა სამუშაო შეხვედრები, სადაც განხილული იყო მეცნიერების დიპლომატიისა და ექსპერტთა შეფასებასთან დაკავშირებით ევროპული ფონდების ხედვა.          
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5979.JPG
16/10/2017 09:41

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 13 ოქტომბერს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის 207-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეექვსე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5936.JPG
12/10/2017 09:42

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეხუთე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/elsevier.JPG
28/09/2017 10:27

გამომცემლობა ELSEVIER -ის სემინარი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სემინარები საქართველოს მეცნიერთათვის ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომასთან დაკავშირებით, კერძოდ, კი SCOPUS-ისა და  Scival-ის ბაზების შესაძლებლობებზე. ELSEVIER - მსოფლიოს წამყვანი ონლაინ გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამეცნიერო კვლევების, გადაწყვეტილებებისა და აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მეცნიერთათვის. ბაზა აერთიანებს 2 500-ზე მეტ სამეცნიერო ჟურნალსა და 33 000-ზე მეტ წიგნს, მოიცავს მსოფლიოში გამოქვეყნებულ უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას: წიგნების თავებს, აბსტრაქტებს, რეფერატებს, ნაშრომებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ძირითადად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სამედიცინო მეცნიერებებში, საინჟინრო მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში. სამეცნიერო ბაზები ასევე, ნაწილობრივ მოიცავს  სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებსაც.  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საერთაშორისო გამომცემლობა ELSEVIER-თან 2014 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობს.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფონდსა და ELSEVIER-ის გამომცემლობას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის  საფუძველზე 2014 წლის მაისიდან საქართველოს მეცნიერები უფასოდ სარგებლობენ ELSEVIER-ის უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით.  ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ინსტიტუციას:  14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მათთან გაერთიანებული სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებს;  3  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს;  1 სამეცნიერო ინსტიტუტს;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას;  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას;  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.  სემინარის შედეგად, დაინტერესებული პირები შეძლებენ SCOPUS-ის ბაზაში სამეცნიერო პროდუქტიულობის სტატისტიკუსი ანალიზის წარმოებას, ჟურნალებისა და პუბლიკაციების მნიშვნელობის მაჩვენებლის განსაზღვრას. სემინარი დაეხმარება მკვლევრებს მოიძიონ მათთვის საინტერესო შრომები და ავტორები, რომელთაც მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობის მაჩვენებელი აქვთ. ასევე, შეძლებენ საკუთარ პუბლიკაციებზე ციტირების მონიტორინგს. რაც შეეხება ახალი პროდუქტის - Scival-ის პრეზენტაციას - გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ბაზაში მუშაობის სპეციფიკას და შესაძლებლობებს.   სემინარებს წარუძღვნენ კრიშტოფ ჟიმანსკი (გამომცემლობა Elsevier-ის მომხმარებელთა კონსულტანტი-კვლევის მართვა) და ანდრეი ლოკტევი (გამომცემლობა Elsevier-ის მონაცემთა ანალიზის კონსულტანტი). სემინარი გახსნილი იყო, როგორც სამეცნიერო საზოგადოებისთვის ასევე, ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებიც ფონდის ვებგვერდის საშუალებით რეგისტრირდებოდნენ ღონისძიებაზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5368.JPG
27/09/2017 10:27

ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო დღე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

27 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, მეცნიერებისა და ინოვაციების 2017 წლის ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე. ERC ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და საგრანტო თანხებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით.  დაფინანსების  მიღება შესაძლებელია ღია კონკურენციის პირობებში. ERC-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მკვლევარებს, ასევე, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერებს. კონკურსის ძირითადი პირობა არის კვლევის მაღალი ხარისხი, და მოწინავე, ინოვაციური სამეცნიერო კვლევა. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2015 წლიდან არის ERC-ის ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში. 2010 წლის 20-21 აპრილს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთა ERC-ის დაფინანსების პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობასა და გაძლიერებას. 27 სექტემბრის საინფორმაციო დღეზე დამსწრე ქართველ მეცნიერებს ფონდის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ERC-ის შემდეგი კონკურსების შესახებ: ERC Starting Grants – გრანტები დამწყები მკვლევარებისათვის (გრანტის ოდენობა: 1,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC Consolidator Grants (გრანტის ოდენობა: 2 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC Advanced Grants – (გრანტის ოდენობა: 2,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში). საინფორმაციო დღე მიზნად ისახავდა ERC-ის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ქართული სამეცნიერო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის კონსულტაციების გაწევასა და, შედეგად, ERC-ის კონკურსებზე ქართველ მეცნიერთა გაძლიერებულ ჩართულობას. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირები საქართველოში: მანანა (მაკო) მიქაბერიძე mikaberidze@rustaveli.org.ge მარიამ ქებურია keburia@rustaveli.org.ge ნინო გაჩეჩილაძე gachechiladze@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5111_1_1.JPG
25/09/2017 10:28

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017 დაიწყო

25 სექტემბერს, რიყის პარკში, გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017.  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ენთუზიაზმითა და მთელი შემართებით მესამე წელია ზეიმობს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს.
სრულად