ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/thumbs/IMG_9615.JPG
01/06/2016 16:02

ჰორიზონტი 2020 -ის ასოცირების შესახებ სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 31 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან საქართველოს ასოცირების  საკითხებზე. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მიმართულებით  პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“- ში ჩართვის პრაქტიკული ასპექტების განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში. განხილულ თემებს შორის იყო: ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის პრიორიტეტები, სამუშაო პროგრამა, მიმდინარე და დაგეგმილი კონკურსები, ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი და მისი გაუმჯობესების მექანიზმები, ინფორმაცია პორტალის მეშვეობით საპროექტო განაცხადის წარდგენის შესახებ, ფინანსური რეგულაციები, ცალკეული პროგრამული მიმართულებები, როგორიცაა Marie Skladowska Curie Action, დაფინანსების შესაძლებლობები ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში. ხაზგასასმელია, რომ ევროკომისიის წარმომადგელების მხრიდან გაჟღერდა რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს  ინტეგრირებას ,,ჰორიზონტი 2020“-ში და საქარტველოს მეცნიერთა მხრიდან პროგრამის ეფექტიან გამოყენებას. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები. ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც გამოცდილების გაზიარების მიზნით, წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში თავიანთი ქვეყნების ჩართულობის შესახებ: მიმოიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგნენ  თავიანთი ქვეყნის მეცნიერები თუ კვლევითი ინსტიტუციები ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირების პირეველ ეტაპზე. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან „ჰორიზონტი 2020“ -ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (GITA) წარმომადგენლები. სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენ:   სტეფან სედლერი   The EU Framework Programme  for Research and Innovation კლაუს შუხი Horizon 2020: Within the  European Research Area კლაუს შუხი Learning Cycle For The Participation ალისა რაჟევსკი  European Research Council  (ERC): An opportunity for  researchers in Europe   and  Georgia;  EU-H2020-Association Workshop         თეოდორა ბალაუ Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)-Opportunities for Organisations and    Individual Researchers თეოდორა ბალაუ  Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)    Practical information to support applications მალგორჟატა კაპიცა National and International systems  for supporting research and innovation in poland მალგორჟატა კაპიცა NCP system in Poland support for beneficiaries of Horizon 2020 სტელა შეპოვალი Horizon 2020;  Association Workshop For Georgia ლიდია რომანციუსი  EURAXESS Moldova; Researchers in Motion ლიდია რომანციუსი  H2020 Associated Country Status Implemenation: Experience of Moldova ვიქტორ ნედოვიკი    European Research Area and Opportunities for Associated Countries: Sharing the  experience of Serbia ანასტასია ვლიზიოტი Towards a successful Association:   IncoNet  EaP`s contribution პაატა იმნაძე   Why should organizations participate in H2020? ბოკა ტაბატაძე  SME instrument/Innovation in SMEs/new opportunities for Georgia SMEs in Horizon 2020  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/inconet/IMG_9053.JPG
13/05/2016 14:28

IncoNet EaP-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საანგარიშო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 13 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირების მოხსენება, რომელიც დაეთმო პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში“ (IncoNet EaP) ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს. IncoNet EaP დაფინანსებულია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში.  პროექტის ფარგლებში სამ ეროვნულ საკონტაქტო პირს (სამი საზოგადოებრივი გამოწვევის მიხედვით) შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ ე.წ. Twinning ღონისძებებს და გაეზიარებინათ ევროპელი კოლეგების გამოცდილება. საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნატალია შათირიშვილი (ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი);  მაია ოკუჯავა (ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი) და ნინო ჯანელიძე (კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ დასახელებული კანდიდატი). მომხსენებლებმა  დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს შეძენილი გამოცდილება და მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია „ჰორიზონტი 2020“-ის აქტივობების შესახებ შესაბამისი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით.   იხილეთ მომხსენებელთა პრეზენტაციები: ნატალია შათირიშვილი მაია ოკუჯავა ნინო ჯანელიძე
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/Elsevier/vebistvis.jpg
05/05/2016 14:31

SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი გაიმართა

2016 წლის 4 მაისს „ელსევიერისა“ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და „ელსევიერის“ სემინარი. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტების რექტორები და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების წარმომადგენლები, ასევე, ELSEVIER-ის გამომცემლობით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება. ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი გიგა ხოსიტაშვილი და Elsevier-ის წარმომადგენლები ლუსი ბუდოვა და კრიშტოფ ჟიმანსკი. მომხსენებლებმა ისაუბრებს კვლევების განვითარების სტრატეგიაზე, მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებაზე, არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე, ფონდის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და შედეგებზე. ფორუმის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ღონისძიების მეორე ნაწილში-სემინარზე „ელსევიერის“ ინსტრუქტორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს „ელსევიერის“ ბაზაში მუშაობის შესაძლებლობები.  კერძოდ,  Science Direct-ში, Scopus-სა და Mendeley-ის სისტემებში პუბლიკაციების, ბიბლიომეტრული ინფორმაციის ძიებისა და საკუთარი კვლევებისათვის რეფერენსების მართვის საშუალებები. ფორუმისა და სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:  გიორგი შარვაშიძე მარინე ჩიტაშვილი ლუსი ბუდოვა კრიშტოფ ჟიმანსკი გიგა ხოსიტაშვილი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/IMG_8045.JPG
11/03/2016 14:47

Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისთვის

10 მარტს 15:00 სთ-ზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით ჩატარდა ELSEVIER-ისა და Scopus-ის  სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისათვის. სემინარს ესწრებოდნენ:  ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების  წარმომადგენლები. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორსიო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-თან ორწლიანი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე. სემინარზე მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს: ELSEVIER-ის ბაზაში განთავსებული ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარმა რედაქტორებმა ვახტანგ კოკილაშვილმა და თენგიზ ურუშაძემ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მოამბე“  გამომცემელმა ლუდმილა გვერწითელმა და ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სწავლულმა  მდივანმა ალექსანდრე დიდებულიძემ. დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ელსევიერის წარმომადგენლები.  Scopus-ის შინაარსობრივი პროდუქტის მენეჯერმა, სუზან სტეიგინგამ, ისაუბრა „სკოპუსის“ შინაარსობრივ სელექციასა და პოლიტიკაზე და ELSEVIER-ის კვლევების მართვის მეთოდისტმა, კრჟისტოფ შჟიმანსკიმ - სკოპუსის გამოყენებაზე სამეცნიერო რედაქტორებისათვის. სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:   სუზან სტეიგინგა თენგიზ ურუშაძე ლუდმილა გვერწითელი და ალექსანდრე დიდებულიძე ვახტანგ კოკილაშვილი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/10392068_1186183764732700_4536396013966401290_n.jpg
26/02/2016 14:47

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭოს თავმჯდომარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. შეხვედრზე განიხილეს: 2015 წლის წლიური ანგარიში, 2016 წლის სამოქმედო გეგმა, საკონკურსო პროექტების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, გრანტების ეფექტიანობის შეფასების საკითხი. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს დიდი საგრანტო კონკურსების შეფასების საერთაშორისო ექსპერტიზისთვის ჩატარებული სამუშაოები და მცირე გრანტების შეფასების მოდელები. ასევე, საბჭოს წევრებს გააცნეს საგრანტო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები, მეცნიერთა მონაცემთა ბაზის განვითარების საშუალებები, შიდა აუდიტის ანგარიში და ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_6745.JPG
18/01/2016 14:48

შეხვედრა ესტონეთის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის წარმომადგენლებთან. შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის (EITK) წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ EITK -ის  გენერალური დირექტორი მარიუს კუნინგასი, ცენტრის მთავარი სპეციალისტი არდო ურმეტი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი. ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხიშტოვანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია.  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხები და განიხილეს  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი  საპროექტო წინადადების განვითარებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/gonisdziebebi/prezentaciebi/georgian-office-in-cern.jpg
08/01/2016 15:46

საქართველოს მონაწილეობა ცერნის CMS LHC ექსპერიმენტზე

საქართველო მონაწილეობს ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის  (CERN) ორ მნიშვნელოვან სუბსისტემაში, ესენია -  ჰადრონულ კალორიმეტია HCAL (Hadron CALorimeter) და მიონური სპექტროსკოპია, კერძოდ RPC (Resistive Plate Chamber). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, შეიქმნა და კომპიუტერული ტექნიკით სათანადოდ აღიჭურვა საქართველოს ჯგუფის სამუშაო ოფისი ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციაში (CERN), შესრულდა სამუშაოები, საქართველოს მეცნიერებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიიღონ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ესპერიმენტში და გაიღმავონ ცოდნა პროგრამირების, საინფორმაციო ტექნლოგიების, ექსპერიმენტული ფიზიკის მეთოდებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. საქართველოს ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოკლე აღწერილობა, 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები წარმოდგენილია წინამდებარე მოკლე ანგარიშში .                
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/31.12.2015%201.jpg
31/12/2015 09:33

2015 წლის საანგარიშო კონფერენცია

2015 წლის 29 დეკემბერს,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  კონფერენცია "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები". კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 2015 წელს ფონდის წლიური ანგარიში. ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2015 წლის შედეგები და 2016 წლის გეგმები და პრიორიტეტები. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სამუშაო ჯგუფებში მუშაობას, სადაც თემატურად, ინტერესების სფეროს შესაბამისად,  გადანაწილდა სამიზნე აუდიტორია. სამუშაო ჯგუფებში განიხილეს: ფონდის ძირითადი გამოწვევები-კვლევითი გრანტები; საკონკურსო კომისიებში მუშაობა და შეფასების კრიტერიუმები; საერთაშორისო გრანტები და საქართველოს მეცნიერთა ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში.   2015 წლის შედეგები და 2016 წლის გეგმები და გამოწვევები კვლევითი პროექტების ეფექტიანობის გაზრდა ფონდის საკონკურსო განაცხადებისა და პროგრამების შეფასება: გამოწვევები, პერსპექტივები საერთაშორისო თანამშრომლობა      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/26.11.2015.jpg
26/11/2015 14:49

შეხვედრა ISTC-ის წარმომადგენლებთან

დღეს, 26 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (ISTC)  წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე - მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნინო გაჩეჩილაძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ხატია ანანიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ნიკოლოზ ბაქრაძე. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ISTC-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კლივი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აიდინ ტურებაევი, ევროპული პროგრამების მენეჯერი გრემ ფრიცი და ISTC-ის საქართველოს რეგიონული განყოფილების უფროსი ირინა ხომერიკი. შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის სამომავლო სტრატეგია, ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო პრიორიტეტებზე, თანადაფინანსების ახალ სქემებზე,ISTC-ის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე და ISTC-სა და ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) დაარსდა 1992 წლის შეთანხმებით, როგორცმთავრობათაშორისი ორგანიზაცია. საქართველო ISTC-ს 1994 წელს შეუერთდა. ცენტრის დამფუძნებელი ქვეყნები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები,  ევროპის კავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობა („ევრატომი“), იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ნორვეგიის სამეფო, ხოლო ცენტრის ბენეფიციარი ქვეყნების რიგს მიეკუთვნებიან: საქართველო, ყაზახეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა. ISTC წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რომლის მიერ დაფინანსდა 160-მდე სამეცნიერო პროექტი საერთო ბიუჯეტით 32 მილიონი აშშ დოლარამდე. ISTC-ის საკორდინაციო კომიტეტის და მმართველთა საბჭოს რიგით 61-ე სხდომა, (რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია) გაიმართება 2015 წლის 9 დეკემბერს ქ. ასტანაში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/26.11.2015%201.jpg
26/11/2015 14:49

მემორანდუმი - ფონდს, „საქპატენტსა“ და GITA-ს შორის

შეთანხმების საფუძველზე მხარეები, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, ისწრაფვიან განავითარონ და გააღრმავონ თანამშრომლობა ერთობლივი რესურსის გამოყენებით.   მემორანდუმის ფარგლებში მომზადდება  ერთობლივი მიზნობრივი  პროგრამები,  ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში; ხელი შეეწყობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის განვითარებისკენ მიმართულ  ღონისძიებების განხორციელებას; განახორციელდებაინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგში ტრენინგები, სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები დაპროექტები; ასევე, კვალიფიციური დახმარება გაეწევა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილე პირებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანაცხადო მასალების მომზადებასა და წინასწარი საპატენტო ძიებების ჩატარებაში;
სრულად