შეხვედრა მეცნიერებთან
ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3906.JPG
16/05/2017 11:21

შეხვედრა მეცნიერებთან

16 მაისს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წამომადგენლებთან.  შეხვედრაზე განხილეს საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამარჯვებული მკვლევრების სამეცნიერო პროდუქტიულობის განსაზღვრის კრიტერიუმები, სამეცნიერო პუბლიკაციების რეფერირებისა და ფონდის ექსპერტთა ბაზაში მეცნიერთა რეგისტრაციის საკითხები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/18405371_10207839727183409_1099139083_o.jpg
08/05/2017 11:21

პროექტის Black Sea Horizon საერთაშორისო კონფერენცია

საბერძნეთში, ქ. ათენში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით   ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში “EU - Black Sea Cooperation in Science, Technology & Innovation: towards a jointly agreed STI programme” კონფერენციაზე განიხილება ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამა ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ჩართულობით: დასახული მიზნები და ამოცანები, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ძრითადი შინაარსობრივი თუ საორგანიზაციო საკითხები, ჩართული მხარეების მონაწილეობა. ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამა ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას მეცნიერების, ტექნლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, მეცნირთა მობილობას, ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფას. პროექტის - Black Sea Horizon პარტნიორების მიერ განიხილება ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შემუშავება და განხორციელება. კონფერენციას ესწრებიან ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამეცნიერო ფონდების, საერთაშორისო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს ადმინისტრირების პროცესში ჩართული ინსტიტუციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან კონფერენციას ესწრებიან გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი მანანა მიქაბერიძე, ფონდის სამეცნიერო გრანტების და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასების და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხიშტოვანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია. საერთაშორისო კონფერენცია ფართო აუდიტორიის ჩართულობით ერთდღიანია და  8 მაისს დასრულდება.  9 მაისს კი, გაიმართება პროექტის Black Sea Horizon გენერალური ასამბლეა, სადაც პროექტის პარტნიორები, მათ შორის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, დეტალურად განიხილავენ საერთო პროგრამისა და დაგეგმილი ერთობლივი კონკურსის შინაართან და ადმინისტრირებასთან დაკავშრებულ საკითხებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3795_1.JPG
25/04/2017 11:19

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციის ვიზიტი

25 აპრილს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია ფონდის ვიცე პრეზიდენტის ბატონი ლიუ ჩონგჩუანგის, ფონდის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონი ფან იუნგჯისა და ფონდის აზიის, აფრიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების კოორდინატორი, ბატონი ცძაო ჩუანგის შემადგენლობით. ჩინეთის პრეზიდენტის ქსი ჯინპინგის (Xi Jinping)  მიერ ინიცირებულია განვითარების სტრატეგია და ჩარჩო პროგრამა „The Silk Road Economic Belt and the 21st-century Maritime Silk Road“ რომელიც ცნობილია, როგორც „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ (B&R/ Belt and Road Initiative). აღნიშნული სტრატეგიის მიმართულია გააძლიეროს თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ჩინეთის დელაგაციის ვიზიტის მიზანია: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი კვლევების განვითარებისთვისა და გამორჩეულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი სტაჟირების განხორციელებისთვის ჩინეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში; ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მერვე ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში დაფინასებულ მულტილატერალურ პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა. შეხვედრაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა მიქაბერიძემ სტუმრებს გააცნო ფონდის საქმიანობის სპეციფიკა. მხარეებმა იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე. ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდი შემუშავებული “Science – Talent-Future” „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი”პროგრამის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივად ორგანიზებას გაუწევენ მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას და დააფინანსებენ საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეულ კვლევით ჯგუფებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის დარგებში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის ჩინეთის ფონდი, ასევე, აპირებს შექმნას ეფექტური საერთაშორისო კოლაბორაციული საინფორმაციო პლატფორმა და გააზიაროს სტრატეგიული კონსულტაციების, მეცნიერების პოლიტიკისა და განათლების სიახლეები. აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება ქ. პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს დაგეგმილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო ფონდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოები და რომლის მუშაობაში  მონაწილეობის მოსაღებად მიწვეულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი, შეირჩევა კომიტეტის წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ გამორჩეულ სამეცნიერო ჯგუფებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3751.JPG
24/04/2017 11:19

მემორანდუმი გაფორმდა ფონდსა და მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიას შორის

21 აპრილს მემორანდუმი გაფორმდა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიას შორის.  შეთანხმების მიზანია კვლევებისა და განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და მოლდოვას შორის. მხარეები ხელს შეუწყობენ და მხარს დაუჭერენ კვლევით მიმართულებებში მეცნიერებს შორის თანამშრომლობას თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის გათვალისწინებით. საქართველოსა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების მიერ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული პროექტი შესაძლებელია წარდგენილი იყოს ჰორიზონტი 2020-ის (ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა კვლევებისა და ინოვაციებისთვის) ფარგლებში, ასევე, სხვა კვლევითი პროგრამების ფარგლებში ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის მიზნით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა მიქაბერიძემ და მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გეორგე დუკამ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/IMG_3268.JPG
21/04/2017 11:19

ევროპული კვლევების საბჭოს კონფერენცია - გამორჩეული მეცნიერების მხარდაჭერა - აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ღონისძიება თბილისში

20-21 აპრილს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები არიან ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.  კონფერენციას დაესწრნენ: ოფიციალური პირები ევროპული კვლევების საბჭოდან - პროფესორი ევა კონდოროსი, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ევროპული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში და სიერდ ქლეთინგი, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი, ასევე, მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროფესორი მარია მაკაროვი, ევროკავშირის ექსპერტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან პროფესორები გია დვალი და ზაალ კოკაია. კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროპული კვლევების საბჭოს შესაძლებლობები, ევროპელი გამოჩენილი მეცნიერების წარმატები და გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მეცნიერებმა მიიღონ მონაწილეობა ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებში და მოიპოვონ დაფინანსება.  ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში,  ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოება, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები.     21 აპრილს, რეგიონული კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო დღე,  სადაც დაინტერესებულ პირებს პროექტის წერის,  განაცხადის შევსების და დაფინანსების მისაღებად სხვა საჭირო დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან. იხილეთ ევროპული კვლევების საბჭოს კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები:   20 th of April - Strenghtening Eastern Partnership participation in ERC calls   Welcome address by the ERC president [video message] - Prof. Jean-Pierre Bourguignon “ERC - 10 years of supporting  top researchers all across Europe” - Prof. Eva Kondorosi “Spreading Research Excellence in Europe: Perspectives of Academia Europaea” - Prof. Sierd Cloetingh “ERC challenges and opportunities for Georgian researchers” - Prof. Marja Makarow “ERC grantee testimony” - Prof. Georgi Dvali “The ERC’s quest to support excellent researchers all over Europe” - Asli Vural   Panel discussion: Scientific diaspora's perspectives on strengthening participation in ERC competitions   “Engaging the Scientific Diaspora from EaP countries” -: Yannis Kechagiaras “Engaging the scientific diaspora from Eastern Partnership countries” - Prof. Dmitri A. Rusakov   Panel discussion: National and institutional perspectives on participation in ERC competitions National and institutional perspectives on the challenges and opportunities of participation in ERC competitions – Prof. Gheorghe Duca Ukrainian perspectives on participation in ERC competitions - Prof. Anatoly Zagorodny   21 st of April -ERC Information day for potential applicants   The European Research Council: Funding investigator-driven frontier research - Prof. Eva Kondorosi ERC application and evaluation procedure - Dr David Krasa How I got my ERC grant - Prof. Dmitri A.Rusakov   Panel discussion: The role of ERC National Contact Points: Supporting ERC applicants on national level The role of ERC National Contact Points - Béatrice Thiry SRNSF – NCP of the ERC – Mariam Keburia HORIZON 2020 NCP system in Belarus in promoting ERC - Olga Meerovskaya Moldova: National Practices in supporting participation in H2020 - Dr. Lidia Romanciuc NCP Experience in Azerbaijan - Prof. Ulduz Hashimova  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_3062.JPG
24/03/2017 11:18

შეხვედრა სტუდენტებთან

2017 წლის 23 მარტს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, სტუმრობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე სტუდენტებთან ერთად. ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაკო მიქაბერიძემ სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია ფონდის შესახებ, ფონდის მისია, ძირითადი მიზნები, საერთაშორისო თანამშრომლობა და მეცნიერთათვის ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_3016.JPG
10/03/2017 11:17

შეხვედრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჯი იან ჩი, ატაშე ლიუ იტონგი და ფონდის ადმინისტრაცია, რომლრბმაც განიხილეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ საბუნებისმეტყველო მეციერებათა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდებს შორის სამომავლო თანამშრომლობა. აპრილში დაიგეგმა ოფიციალური შეხვედრა ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეციერებათა ფონდის წარმომადგენლებთან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2887.JPG
24/02/2017 11:17

23-24 თებერვალს გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 23-24 თებერვალს, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს რიგით IV სხდომა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს: შემაჯამებელ ანგარიში - მიღწევები, გამოწვევები და პრობლემები; განხორციელებული ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალი სტურუქტურა, საგრანტო კონკურსების განახლებული პირობები, ახალ საგრანტო კონკურსები და პროგრამები (MG, SRNSF-DAAD და SRNSF-VW ერთობლივი საგრანტო კონკურსები), 2017 წლის კონკურსები და ბიუჯეტი. სხდომაზე ასევე განიხილეს: გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის საკითხები; 2018 წლიდან Graduate School-ების მხარდაჭერის პროექტი; 2018 წლის ინფრასტრუქტურის საგრანტო კონკურსი; 2017 წლის საგრანტო კონკურსების შეფასების ერთიანი კომისიის საკითხი; ცვლილებები საგრანტო კონკურსების მონიტორინგის პრინციპებში; თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვისა და ანაზღაურების საკითხები; ელექტრონული ბაზის მუშაობის პროცესი; დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელების სამეცნიერო პროდუქტიულობა (AR, FR, DI); CRDF Global-ის მიერ განხორციელებულ შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემური შემთხვევები (AR, FR, YS.) 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/USA.jpg
17/02/2017 11:16

სამუშაო შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

16 თებერვალს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი და ფონდის თანამშრომლები შეხვდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს. ფონდი საელჩოსთან ერთად გეგმავს კონფერენციის ორგანიზებას საქართველოში კვლევისა და ინოვაციების პოპულარიზაციისთვის. 23 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებაზე მოწვეული საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საქართველოს კვლევისა და ინოვაციების ეკოსისტემაში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და, ასევე, იმსჯელებენ საქართველოს მეცნიერების განვითარების სტრატეგიაზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Images/16602781_10154089718001455_3215944317847296839_n.jpg
08/02/2017 11:16

საქართველოს შემსწავლელი პროგრამის პირველი კონფერენცია ოქსფორდში

7 თებერვალს, ოქსფორდში გაიმართა საქართველოს შემსწავლელი პროგრამის პირველი კონფერენცია.  კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, ილიას უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიგა ზედანია. კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში 2015 წლის 23 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „უცხოეთში საქართველოს შესწავლის ცენტრებისა და პროგრამების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმების საფუძველზეც საქართველოდან ყოველწლიურად 3 მკვლევარი დაფინანსდება. საქართვლოს შემსწავლელი კვლევითი ცენტრების დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და ქართველოლოგიის ტრადიციული მიმართულებების, ასევე თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. 
სრულად