პროფესორ მარია მაკაროვის შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/IMG_2564.JPG
12/01/2017 11:15

პროფესორ მარია მაკაროვის შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

ევროკომისიის მიერ დანერგილი ინსტიტუციური განვითარების ინსტრუმენტის მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ეწვია ფინეთის ბიოცენტრის (Biocenter Finland) დირექტორი, ფინეთის აკადემიის, ფინეთის კვლევის საბჭოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი მარია მაკაროვი. ვიზიტის ფარგლებში, პროფ. მაკაროვი გაეცნო მეცნიერების სფეროში საქართველოში არსებულ ვითარებას, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამებისა და საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებას და რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარი საექსპერტო მისიის შედეგად, მოამზადებს რეკომენდაციებს მეცნიერების მართვის გაუმჯობესებისათვის. არსებული კვლევითი-სამეცნიერო გარემოსა და პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, 11 იანვარს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა საინფორმაციო - გაცნობითი შეხვედრა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/struqtPHD%20PR/15676077_1292601580786069_3504596420221539832_o.jpg
20/12/2016 11:14

კონფერენცია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები

2016 წლის 19 დეკემბერს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონფერენცია - "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები". კონფერენციაზე ფონდის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს: 2016 წელს ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და ერთობლივი, საერთაშორისო კონკურსების შედეგები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები, ანგარიში საერთაშორისო გრანტებისა და საერთაშორისო პროგრამებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესახებ. კონფრენციაზე აგრეთვე განხილულ იქნა 2017 წლის გეგმები და სამომავლო პერსპექტივები. კონფერენციას ესწრებოდა 200-მდე სტუმარი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები. ჩატარდა ოთხი სესია. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართა კონსტრუქციული დისკუსია. იხილეთ კონფერენციაზე მომხსენებელთა პრეზენტაციები: 2016 წლის ანგარიში ფონდის 2017 წლის კონკურსების კალენდარი და სამომავლო განვითარების პერსპექტივა პროგრამები, შეფასების პროცედურები 2016 - ცვლილებები და პერსპექტივები 2017 პროექტის მომზადების პროცესი: გამოწვევები, პრობლემები, ხშირად დაშვებული შეცდომები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობები IncoNet EaP პროექტის შედეგები, EaP PLUS ამოცანები GÉANT და საქართველო
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_2480.JPG
07/12/2016 11:14

ISTC-სა და STCU-ს მმართველთა საბჭოს სხდომები

6-7 დეკემბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრისა (ISTC) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (STCU) მმართველთა საბჭოს სხდომები. ISTC და STCU წარმოადგენენ საქართველოში მეცნიერების მხარდაჭერის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციებს, რომელთა მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე დაფინანსდა 340-მდე სამეცნიერო პროექტი საერთო ბიუჯეტით 50 მილიონი აშშ დოლარამდე. დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ STCU-ს ვებ-გვერდზე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_2012.JPG
08/11/2016 11:13

ტრენინგი - „ჰორიზონტი 2020“- თვის საპროექტო წინადადების წერა

8 ნოემბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და   აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების , ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი ს - IncoNet EaP ორგანიზებით ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდნენ ესტონეთის კვლევის საბჭო ს, ავსტრიის სოციალური ინოვაციის ცენტრის,   მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პროექტების ცენტრი ს , პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური და ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტი სა და საერთაშორისო ორგანიზაციიდან - რეგიონალური და საერთაშორისო კვლევების ხელშეწყობის ცენტრი ს წარმომადგენლები. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს: H2020-ის სამუშაო პროგრამა(როგორ უნდა მოვძებნოთ შესაბამისი წინადადება); მონაწილეობის გაფართოვება; საპროექტო წინადადების მომზადებისა და წარდგენის სფეციფიკა; ფინანსური და სამართლებრივი საკითხები. ღონისძიება ზე მოწვეული იყო „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამებში მონაწილეობით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება . ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებისთვის გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები. ტრენინგის პრეზენტაციები და სამუშაო მასალები იხილეთ ბმულებზე: Adam Głuszuk   How to find an appropriate call? Ülle Must , Estonian Research Council (Estonia), Gorazd Weiss , Centre for Social Innovation (Austria), Anastasia Vlyzioti , Centre for Regional and International STI Studies and Support (Greece):  From idea to submitted project under H2020 Gorazd Weiss , Centre for Social Innovation (Austria) -   Financial and Legal Issues under Horizon 2020 ARIaT - Horizon 2020 Annotated Research and Innovation Actions Template Factsheet: Rules under Horizon 2020 Self-evaluation form HORIZON 2020 – WORK PROGRAMME 2016-2017      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/H2020.jpg
08/11/2016 11:13

“ჰორიზონტი 2020“-ის კონფერენცია

7 ნოემბერს სასტუმროში „Holiday Inn“ გაიმართა კონფერენცია, რომელიც საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამასთან ,,ჰორიზონტი 2020“ და მასში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის გაძლიერებას მიეძღვნა. საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი ინსტიტუციებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენცია განხორციელდა პროექტის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი - IncoNet EaP ფარგლებში. კონფერენციაზე მოწვეულ საერთაშორისო მომხსენებლები იყვენენ კოლეგები: ესტონეთიდან (ესტონეთის კვლევის საბჭო), ავსტრიიდან (სოციალური ინოვაციის ცენტრი), მოლდოვადან (მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პროექტების ცენტრი), პოლონეთიდან (პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური და ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტი), საერთაშორისო ორგანიზაციიდან - რეგიონალური და საერთაშორისო კვლევების ხელშეწყობის ცენტრი.  ღონისძიებაზე განხილეს:  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის Horizon 2020 მიმოხილვა (დაფინანსების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა); საქართველოს მონაწილეობა ჩარჩო პროგრამაში; საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი კვლევისა და განვითარების პროგრამები; გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ეროვნული საქმიანობის მხარდაჭერის გაძლიერება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საერთაშორისო პარტნიორები.     მომხსენებელთა პრეზენტაციები იხილეთ ბმულებზე: George Bonas Manana Mikaberidze Natia Gabitashvili Giorgi Khishtovani Ulle must Akaki Mamaladze Vitalie Moraru
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/IMG_1805.JPG
28/10/2016 11:12

ტრენინგი ,,ჰორიზონტი 2020”-ის პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობებზე

27-28 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის მეცნიერული კვლევების ხელშეწყობისა და საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიზნით,  ჩატარდა ტრეინინგი საქართველოს მეცნიერთათვის და კვლევითი ინსტიტუციების მიერ დასახელებული პირებისათვის. ტრენინგს უძღვებოდა  ტალინის უნივერსიტეტის დოქტორი აბელ პოლესე.  ტრეინინგი - ‘ Navigating H2020 and its rules principles Opportunities and challenges  for Georgian scientists’ შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ში და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობებს, კვლევითი პროექტების დაფინანსების მოპოვების საშუალებებს, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარებისა და კოლაბორაციის გაზრდის გზებს.  ტრეინინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მიღებული ინფორმაციას და ცოდნას გაუზიარებენ კოლეგებს  თავიანთი ინსტიტუციებში პრეზენტაციისა თუ სამუშაო შეხვედრის ფორმატში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/IMG_1765.JPG
21/10/2016 11:11

სამუშაო შეხვედრა- ფონდს, „საქპატენტსა“ და “GITA-ს” შორის

21 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე,   „GITA-ს“ წარმომადგენლები და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი და ფონდის თანამშრომლები. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/LESTER.jpg
18/10/2016 11:11

ORAU-ს ვიცე პრეზიდენტის, ტონი ლესტერის ვიზიტი

17 ოქტომბერს,   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს ეწვია  ORAU-ს ვიცე პრეზიდენტი ტონი ლესტერი.   ORAU სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღები  ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს (მეცნიერების დამფინანსებელ სააგენტოებს) სთავაზობს სპეციალიზებულ ექსპერტ-შემფასებელთა ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე. 2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ORAU-ს შორის  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობა  მოიცავს ORAU-ს მიერ ფონდის  მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის  - უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო გრანტების საპროექტო წინადადებების შეფასებას. შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.  ტონი ლესტერმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ფონდისა და ORAU-ს შორის თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია და ისაუბრა თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/_2.jpg
19/09/2016 11:10

საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის პროგრამის  ფარგლებში, 19 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზაციული ხელშეწყობით თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა „საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღე“, რომელზეც განიხილეს საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა გერმანიის  დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (DFG), ჰუმბოლტისა (AvH) და  ფოლკსვაგენის (VW) ფონდების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ლეიბნიცისა და ჰელმჰოლცის ასოციაციებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების მაღალი რანგის  თანამდებობის პირები. „საქართველო-გერმანიის  მეცნიერების დღის“ მეორე ნახევარი დაეთმო ე.წ. საშუამავლო ღონისძიების მსგავს ბილატერალურ შეხვედრებს (Market Opportunities), სადაც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებების წარმომადგენლები გერმანულ დელეგაციას აცნობდნენ ინფორმაციას მიმდინარე აქტუალური კვლევითი პროექტების შესახებ და განიხილავდნენ შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობისა და თანადაფინანსების მოძიების საკითხებს. იხილეთ ღონისძიებაში მონაწილე მომხსენებელთა პრეზენტაციები: Michael Schlicht -  Germany as a partner for cooperation in science, research and innovation Hans Ströher- Helmholtz Association Bernhard Misof -   Leibniz Association Balthasar Kinkel  - From research to innovation: How Fraunhofer spur knowledge and technology transfer Manana Mikaberidze - SRNSF-Support Programmes for International Cooperation Martin Praxenthaler  - DAAD research funding opportunities Matthias Nöllenburg- The Volkswagen Foundation and its funding initiative in/on    the Caucasus and Central Asia Christian Schaich - Deutsche Forschungsgemeinschaft- Support Programmes for International Cooperation Joni Apakidze - Exzellenz verbindet –be part of a worldwide network Hans Ströher - Georgian-German STI cooperation in practice – past experience and current activities Bernhard Misof - Partnership with ILIAUNI Dimitri E. Khoshtariya - Interdisciplinary German-Georgian research collaboration on the mechanisms of biomolecular processes  George Melikadze - Geothermal gradients at hydrothermal areas of Georgia” 2013-2015 Maya Razmadze - Georgian-German Cooperation in Practice: Experiences; Reflections and Recommendations Manfred Nawroth - Cooperation projects of the Prussian Cultural Heritage Foundation and the Georgian National Museum  in archaeology and culture Oliver Reisner - Georgian-German Day of Science - Experience in bilateral cooperation and future prospects in STI 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/1.jpg
16/09/2016 11:09

შეხვედრა იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოების ბონის ოფისის ხელმძღვანელობასთან

თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საქართველოს იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოების (JSPS) ბონის ოფისის დირექტორი პროფ. კიიჩი ქოდაირა და დირექტორის მოადგილე იურიკო ნიშიზაკი ეწვია. დღეს მათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს წარმომადგენელთან ერთად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფონდის დირექტორს და თანამშრომლებს  ის პროგრამები და შესაძლებლობები გააცნეს, რომელიც საქართველოსა და იაპონიის მეცნიერთა შორის კოლაბორაციული კვლევის ინიცირებას  და ახალგაზრდა მეცნიერთა მობილობას შეუწყობს ხელს.  ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო თანამშრომლობით დაინტერესებული იაპონელი მეცნიერების შესახებ ( http://researchmap.jp/ ).  შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე  და დასახეს თანამშრომლობის გეგმა. იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოება (JSPS) 1932 წელს დაარსდა და იგი იაპონიის მასშტაბით მეცნიერთა მხარდამჭერი უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც მეცნიერების განვითარების პროგრამათა ფართო სპექტრს ახორციელებს.
სრულად