ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/Files/IMG_8045.JPG
11/03/2016 14:47

Elsevier-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისთვის

10 მარტს 15:00 სთ-ზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით ჩატარდა ELSEVIER-ისა და Scopus-ის  სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისათვის. სემინარს ესწრებოდნენ:  ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების  წარმომადგენლები. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორსიო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER BV-თან ორწლიანი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე. სემინარზე მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს: ELSEVIER-ის ბაზაში განთავსებული ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარმა რედაქტორებმა ვახტანგ კოკილაშვილმა და თენგიზ ურუშაძემ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის „მოამბე“  გამომცემელმა ლუდმილა გვერწითელმა და ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სწავლულმა  მდივანმა ალექსანდრე დიდებულიძემ. დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ ელსევიერის წარმომადგენლები.  Scopus-ის შინაარსობრივი პროდუქტის მენეჯერმა, სუზან სტეიგინგამ, ისაუბრა „სკოპუსის“ შინაარსობრივ სელექციასა და პოლიტიკაზე და ELSEVIER-ის კვლევების მართვის მეთოდისტმა, კრჟისტოფ შჟიმანსკიმ - სკოპუსის გამოყენებაზე სამეცნიერო რედაქტორებისათვის. სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:   სუზან სტეიგინგა თენგიზ ურუშაძე ლუდმილა გვერწითელი და ალექსანდრე დიდებულიძე ვახტანგ კოკილაშვილი
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/10392068_1186183764732700_4536396013966401290_n.jpg
26/02/2016 14:47

ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭოს თავმჯდომარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას. შეხვედრზე განიხილეს: 2015 წლის წლიური ანგარიში, 2016 წლის სამოქმედო გეგმა, საკონკურსო პროექტების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, გრანტების ეფექტიანობის შეფასების საკითხი. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს დიდი საგრანტო კონკურსების შეფასების საერთაშორისო ექსპერტიზისთვის ჩატარებული სამუშაოები და მცირე გრანტების შეფასების მოდელები. ასევე, საბჭოს წევრებს გააცნეს საგრანტო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები, მეცნიერთა მონაცემთა ბაზის განვითარების საშუალებები, შიდა აუდიტის ანგარიში და ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/IMG_6745.JPG
18/01/2016 14:48

შეხვედრა ესტონეთის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის წარმომადგენლებთან. შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიის ტრასფერის ცენტრის (EITK) წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ EITK -ის  გენერალური დირექტორი მარიუს კუნინგასი, ცენტრის მთავარი სპეციალისტი არდო ურმეტი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი. ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხიშტოვანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია.  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხები და განიხილეს  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი  საპროექტო წინადადების განვითარებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/gonisdziebebi/prezentaciebi/georgian-office-in-cern.jpg
08/01/2016 15:46

საქართველოს მონაწილეობა ცერნის CMS LHC ექსპერიმენტზე

საქართველო მონაწილეობს ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის  (CERN) ორ მნიშვნელოვან სუბსისტემაში, ესენია -  ჰადრონულ კალორიმეტია HCAL (Hadron CALorimeter) და მიონური სპექტროსკოპია, კერძოდ RPC (Resistive Plate Chamber). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, შეიქმნა და კომპიუტერული ტექნიკით სათანადოდ აღიჭურვა საქართველოს ჯგუფის სამუშაო ოფისი ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციაში (CERN), შესრულდა სამუშაოები, საქართველოს მეცნიერებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიიღონ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ესპერიმენტში და გაიღმავონ ცოდნა პროგრამირების, საინფორმაციო ტექნლოგიების, ექსპერიმენტული ფიზიკის მეთოდებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. საქართველოს ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოკლე აღწერილობა, 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები წარმოდგენილია წინამდებარე მოკლე ანგარიშში .                
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/31.12.2015%201.jpg
31/12/2015 09:33

2015 წლის საანგარიშო კონფერენცია

2015 წლის 29 დეკემბერს,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  კონფერენცია "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები". კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 2015 წელს ფონდის წლიური ანგარიში. ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2015 წლის შედეგები და 2016 წლის გეგმები და პრიორიტეტები. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სამუშაო ჯგუფებში მუშაობას, სადაც თემატურად, ინტერესების სფეროს შესაბამისად,  გადანაწილდა სამიზნე აუდიტორია. სამუშაო ჯგუფებში განიხილეს: ფონდის ძირითადი გამოწვევები-კვლევითი გრანტები; საკონკურსო კომისიებში მუშაობა და შეფასების კრიტერიუმები; საერთაშორისო გრანტები და საქართველოს მეცნიერთა ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში.   2015 წლის შედეგები და 2016 წლის გეგმები და გამოწვევები კვლევითი პროექტების ეფექტიანობის გაზრდა ფონდის საკონკურსო განაცხადებისა და პროგრამების შეფასება: გამოწვევები, პერსპექტივები საერთაშორისო თანამშრომლობა      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/26.11.2015.jpg
26/11/2015 14:49

შეხვედრა ISTC-ის წარმომადგენლებთან

დღეს, 26 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (ISTC)  წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე - მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნინო გაჩეჩილაძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ხატია ანანიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ნიკოლოზ ბაქრაძე. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ISTC-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კლივი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აიდინ ტურებაევი, ევროპული პროგრამების მენეჯერი გრემ ფრიცი და ISTC-ის საქართველოს რეგიონული განყოფილების უფროსი ირინა ხომერიკი. შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის სამომავლო სტრატეგია, ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო პრიორიტეტებზე, თანადაფინანსების ახალ სქემებზე,ISTC-ის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე და ISTC-სა და ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) დაარსდა 1992 წლის შეთანხმებით, როგორცმთავრობათაშორისი ორგანიზაცია. საქართველო ISTC-ს 1994 წელს შეუერთდა. ცენტრის დამფუძნებელი ქვეყნები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები,  ევროპის კავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობა („ევრატომი“), იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ნორვეგიის სამეფო, ხოლო ცენტრის ბენეფიციარი ქვეყნების რიგს მიეკუთვნებიან: საქართველო, ყაზახეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა. ISTC წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რომლის მიერ დაფინანსდა 160-მდე სამეცნიერო პროექტი საერთო ბიუჯეტით 32 მილიონი აშშ დოლარამდე. ISTC-ის საკორდინაციო კომიტეტის და მმართველთა საბჭოს რიგით 61-ე სხდომა, (რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია) გაიმართება 2015 წლის 9 დეკემბერს ქ. ასტანაში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/News/26.11.2015%201.jpg
26/11/2015 14:49

მემორანდუმი - ფონდს, „საქპატენტსა“ და GITA-ს შორის

შეთანხმების საფუძველზე მხარეები, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, ისწრაფვიან განავითარონ და გააღრმავონ თანამშრომლობა ერთობლივი რესურსის გამოყენებით.   მემორანდუმის ფარგლებში მომზადდება  ერთობლივი მიზნობრივი  პროგრამები,  ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში; ხელი შეეწყობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის განვითარებისკენ მიმართულ  ღონისძიებების განხორციელებას; განახორციელდებაინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგში ტრენინგები, სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები დაპროექტები; ასევე, კვალიფიციური დახმარება გაეწევა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილე პირებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანაცხადო მასალების მომზადებასა და წინასწარი საპატენტო ძიებების ჩატარებაში;
სრულად