ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/DAAD%20WEB.jpg

SRNSF-DAAD-ის სტიპენდიატების დაჯილდოვება

22/06/2017 15:34

15 ივნისს, გოეთეს ინსტიტუტში გამართულ საზეიმო მიღებაზე, DAAD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ბატონმა ულრიხ გროტუსმა,  გერმანიის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელმა, გიორგი ხიშტოვანმა SRNSF-DAAD-ის სტიპენდიატებს სოგელები გადასცეს.

დაჯილდოვდნენ  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ს ერთობლივი პროგრამის სტიპენდიატები. პროგრამა წელს პირველად გამოცხადდა, გერმანია საქართველოს წელს დაემთხვა და ქვეყნებს შორის სამეცნიერო ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.