ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4837.JPG

შეხვედრა მეცნიერების საერთაშორისო ექსპერტთან, კრისტოფ კრატკისთან

31/07/2017 13:39

28 ივლისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა საქართველოს მეცნიერთა შეხვედრა ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ყოფილ პრეზიდენტთან, პროფ. კრისტოფ კრატკისთან.

პროფ. კრატკი საქართველოს ესტუმრა, როგორც საერთაშრისო ექსპერტი მეცნიერების მიმართულებით. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარს დაუჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმ ნაწილის განხორციელებაში, რომელიც მეცნერების სისტემის გაუმჯობესებას და სტრატეგიის განვითარებას შეეხება.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.