ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/24167298_10213040127410451_117305405_o_5.jpg

გლობალური კვლევების საბჭოს (GRC) ევროპის რეგიონალური შეხვედრა

27/11/2017 16:17

2017 წლის 22 - 23 ნოემბერს, შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში გაიმართა გლობალური კვლევების საბჭოს (Global Research Council) ევროპული რეგიონალური შეხვედრა, რომელსაც უმასპინძლა  შვედეთის მდგრადი განვითარების კვლევების საბჭომ  The Swedish Research Council for Sustainable development FORMAS.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპის კვლევებისა და ინოვაციების „ჰორიზონტი 2020“-ის ჩარჩო პროგრამის ქვეყნების სამეცნიერო ფონდების რეგიონალურ შეხვედრაზე კვლევის დამფინანსებელ სხვა ინსტიტუციებთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. GRC-ის რეგიონალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა (მაკო) მიქაბერიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ.

შეხვედრაზე განხილული იყო ორი თემა:

  • სამეცნიერო დიპლომატია;
  • საექსპერტო შეფასება;

შეხვედრა მიზნად ისახავდა მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ფონდებისა და სამეცნიერო კვლევის დამფინანსებელ სააგენტოებს შორის კავშირების გამყარებას, მეცნიერებასა და დიპლომატიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხაზგასმას, სამეცნიერო სფეროს პოლიტიკისა და საგარეო  პოლიტიკას შორის კომუნიკაციის გააქტიურებას.  ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მდგრადობაზე, ეკონომიკური ინტერესებისა და ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის ან კვლევისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაზიარებაზე.

ფონდების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საექსპერტო შეფასების  კრიტერიუმებზე, რომელიც აუცილებელია დამფინანსებელ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობისას ორმხრივი ნდობისთვის, ასევე ერთობლივი პროგრამების ეფექტურად და გამჭირვალედ ადმინისტრირებისთვის.

გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილე ევროპული ფონდების მიერ მოხდა 2018 წლის GRC-ის  წლიური შეხვედრისათვის ახალი ხედვის შემუშავება, რომლიც ჩატარდება 2018 წლის მაისში და რომელსაც უმასპინძლებენ რუსეთის ფუნდამენტური კვლევების ფონდი (Russian Foundation For Basic Research) და სამხრეთ კორეის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (National Science Foundation Of Korea).

ორდღიან საერთაშორისო ღონისძიებას ესწრებოდნენ წამყვანი ეროვნული სამეცნიერო ფონდების წარმომადგენლები შვედეთიდან (Swedish Research Council), შვეიცარიის კონფედერაციიდან (Swiss National Science Foundation), პოლონეთიდან (National Science Centre of Poland), ნორვეგიიდან (The Research Council of Norway), გაერთიანებული სამეფოდან (University of Exeter), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (American Association for the Advancement of Science), ირლანდიის რესპუბლიკიდან (Science Foundation Ireland), გერმანიიდან (DFG, German Research Foundation), თურქეთიდან (TUBITAK - The scientific and technological research council of Turkey), აზერბაიჯანიდან (Science Development Foundation under the President of the Republic of Azerbaijan), რუსეთიდან (Russian Foundation for Basic Research), სლოვაკეთიდან (Slovak Research and Development Agency), ლუქსემბურგიდან (Luxembourg National Research Fund), იტალიიდან (National Institute for Nuclear Physics), ესპანეთიდან (Spanish Foundation for Science and Technology - Secretary of State for Research, development and innovation), ისრაელიდან (Israel Science Foundation), სლოვენია (Slovenian Research Agency), ხორვატია (Croatian Science Foundation), ჩეხეთიდან (Czech Science Foundation), ასევე წარმომადგენლები- ევროპული კვლევების საბჭოდან,  (European Research Council) და „ჰორიზონტი 2020“-ის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატი ( “Horizon 2020” DG Research Development).

 

ევროპის რეგიონალური შეხვედრის მომხსენებლებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი და GRC-ის მხარდამჭერი ჯგუფის აღმასრულებელი პირი დოქტორი სანდიპ სანდჰუ (Sandeep Sandhu),  ევროპის მეცნიერებისა და GRC-ის წარმომადგენელი ქ-ნი მაუდ ევრარდი (Maud Evrard), ამერიკული ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის (American Association for the Advancement of Science)  წარმომადგენელი დოქტორი მარგა გუალ სოლერი (Dr. Marga Gual Soler), ექსეტერის უნივერსიტეტის წარმომადგენელი (University of Exeter) პროფესორი ჯინ ელიოტი (Prof. Jane Elliot)  და სხვა.  ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია მეცნიერებასა და დიპლომატიასთან დაკავშირებით,   შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ანდრეს თროედსონთან  , Formas-ის გენერალური მდივანი და შვედეთის წარმომადგენელი IPCC-ში პროფესორ მაკუ რუმუკაინენთან და ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენელ დოქტორ ლიზე-მარიე ვან დერ ვათთან (Dr. Lize-Marie van der Watt).

შეხვედრის მიმდინარეობისას შედგა შიდა სამუშაო შეხვედრები, სადაც განხილული იყო მეცნიერების დიპლომატიისა და ექსპერტთა შეფასებასთან დაკავშირებით ევროპული ფონდების ხედვა.