ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_1853_1.JPG

„საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“

22/08/2018 13:54

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ბიომევენახეებთან შეხვედრა გაიმართა. ბიომევენახეებთან შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ბიოწარმოებაზე გადასვლის, ბუფერული ზონების, ნიადაგის განაყოფიერების სისტემის, ბიოღვინის წარმოების, მავნებელ-დაავადებების რეგულირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სოფიო უჩანეიშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მეხუზლამ, ბიოსერტიფიცირების ორგანოს „კავკასსერტი“ დირექტორმა, დავით ბედოშვილმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.

პროექტი „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მეცნიერულად დამუშავდა ბიოყურძნის წარმოების სქემა. ორგანული მევენახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები კვლევას ორ, მკვეთრად განსხვავებულ კლიმატურ რეგიონში - კახეთსა და მთიან აჭარაში ახორციელებდნენ.