ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_1912.JPG

საინფორმაციო შეხვედრა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ

24/09/2018 15:16

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, 15 სთ-ზე,  2018 წლის “მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ERC-ის ახალი სამუშაო პროგრამა (Work Programme 2019), წარადგინეს პრეზენტაცია ERC-ის მიმდინარე კონკურსების, ასევე ფონდის გეგმების შესახებ ჰორიზონტი 2020-ში საქართველოს მეცნიერთა ხელშესაწყობად და უპასუხეს შეკითხვებს.

ERC არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ერთ-ერთი კომპონენტი 13 მილიარდი ბიუჯეტით, რომელიც დაარსდა 2007 წელს, როგორც კვლევის დამფინანსებელი პირველი პანევროპული ორგანიზაცია, რომელიც საგრანტო სახსრებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ.

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები არიან ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირები საქართველოში.

დეტალური ინფორმაცია ევროპული კვლევების საბჭოს შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.