ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2623.JPG

სამუშაო შეხვედრა NCDC - ში

05/10/2018 16:47
დღეს, 5 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებისა და აშშ-ის ჯანმრთელობის  ეროვნული ინსტიტუტის (NIH) პროფესორის, ლეონიდ მარგოლისის მონაწილეობით.
პროფ. მარგოლისი  საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში - Embassy Science Fellows Programme. პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის წამყვანი სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში, კერძოდ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის (STI) სისტემის გაცნობის, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების და  გაზიარების მიზნით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პროფ. მარგოლისს და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, ბატონ ზვიად გაბისონიას ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა პაატა იმნაძემ გაუზიარეს ინფორმაცია ცენტრის ფარგლებში შესრულებული უნიკალური და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების, სამომავლო გეგმების და აშშ-ს მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.