ფონდის საერთაშორისო კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/dunya-uluslararasi_son_.jpg

გამოცხადდა ფონდისა და TUBITAK -ის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

14/06/2016 19:26

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს. 

კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა  სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. 

კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას:

  1. ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად;
  2. მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად;

კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;

დ) აგრარული მეცნიერებები;

ე) სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები 

ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივ კვლევით პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK-ში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.  

ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე:

ა) მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და 35 წლამდე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მქონე პირებს;

ბ) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა-15 000 ლარს.

ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ერჯერადი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს.

საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე srnsf-tubitak@rustaveli.org.ge პროექტების ელ. ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადა: 2016 წლის 26 სექტემბერი, 16:00 საათი.  ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 29 სექტემბრის 16:00 საათამდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

 

ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე  ხელმისაწვბომია 

TUTBITAK-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეhttp://tubitak.gov.tr/en/announcements/joint-call-between-tubitak-and-srnsf-is-open

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორებს:

 

მარიამ ქებურიას Tel:  +995 322 200 220 (4022)  Email:  keburia@rustaveli.org.ge 

ირაკლი გრძელიშვილს Tel:+995 322 200 220 (4406) Email:  grdzelishvili@rustaveli.org.ge