ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი

ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი

05/01/2016 15:49

კონკურსის მიზანი: ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში  და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

კონკურსის სამიზნე ჯგუფები: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები  და მათში მოღვაწე მეცნიერები.

ხანგრძლივობა: ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის პირობებით კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 2 ან 3 წელს.

კონკურსის კოორდინატორები: ქეთევან გაბიტაშვილი, სალომე შარაშენიძე, თორნიკე სხირტლაძე, გიორგი ბაგაშვილი, თამთა ტურაშვილი, ანა გოგუაძე.

კონკურსის 2017 წლის ბიუჯეტი: 2,180,000.

2018 წლის კონკურსის პირობები

ნორმატიული აქტი

2017 წლის კონკურსის პირობები

დაფინანსებული პროექტები:

2017 წელი

2016 წელი

2015 წელი

2014 წელი

2013 წელი

2012 წელი