ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევები

საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტები

05/01/2016 16:10

კონკურსის მიზანი: ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლის, მათ მოძიების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციისა და ამ სფეროში ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვის ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფი: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებები, სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები,  და მათში მოღვაწე მეცნიერები.

ხანგრძლივობა: საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსის პირობებით პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 წელი

კოორდინატორი: ქ.გაბიტაშვილი, თ.სხირტლაძე

კონკურსის 2017 წლის ბიუჯეტი: 350,000.

ნორმატიული აქტი

2015 წელი

2013 წელი

2011 წელი