წესდება

წესდება

28/10/2015 16:07

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ფონდი დაარსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანების საფუძველზე, როგორც სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლე. ფონდს მართავს საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც შედიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭო პასუხისმგებელია ფონდის პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელების კონტროლზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  N 62

2010 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ